„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლელების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2013 წლის 21 თებერვალი

დაბა ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №7 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011)) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და მართვა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და სპეციალისტებისაგან.

2. სამსახურის უფროსი, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის პრეროგატივით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგებას, უშუალო ხელმძღვანელობას უწევს თანამშრომლებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების საქმეში;

ბ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

გ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა კოორდინაციას;

დ) ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

ე) წლიური გეგმების შედგენას და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობას;

ვ) სამსახურის მუშაობის სრულყოფის ღონისძიებების შემუშავებას;

ზ) ჰუმანიტარული დახმარებების სამართლიან განაწილებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

3. სოციალური  პროგრამების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავებასა და განხორცილების ხელშეწყობას.

4. სპეციალისტი შრომის, სოციალურ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავებას;

ბ) დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

გ) სოციალური დახმარებისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების და მომსახურების გაუმჯობესებას;

ვ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზს;

ზ) ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას;

თ) სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებების ღონისძიებების განხორციელებას.

5. სპეციალისტი ჯანდაცვისა და ვეტერანთა მომსახურების საკითხებში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს;

ე) ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას;

ვ) სამედიცინო დაზღვევის ახალი ფორმების დანერგვის ხელშეწყობას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

6. სამსახურის უფროსს, განყოფილების უფროსსა და და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე