⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.10.2014)
გაუქმებულია:

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2013
ძალის დაკარგვა 02.10.2014
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.156.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 320 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2013 მიღება
02.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ადუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №10 2013 წლის 22 თებერვალი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: 1. გამგებელის თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი განათლება, უცხო ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; 2. გამგებლის მოადგილის და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; 3. სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის  დასაკავებლად – უცხო ენის ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უმაღლესი განათლება; 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (აპარატის უფროსის გარდა) და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის  უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 5. ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა სავალდებულოა დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი მე- 2 მე-3 და მე-4 პუნქტში მითითებული ყველა კანდიდატისათვის. დადგენილების №1 დანართის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სავალდებულო არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კანდიდატებისათვის. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი დანართი №1 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში მუხლი 1🔗 საქართველოს კონსტიტუცია; მუხლი 2🔗 ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. მუხლი 3🔗 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი 4🔗 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება. მუხლი 5🔗 დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. მუხლი 6🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 7🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 8🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 9🔗 „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 10🔗 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. მუხლი 11🔗 „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.