⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.08.2014)
გაუქმებულია:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალის დაკარგვა 14.08.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 652 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
14.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №13 2013 წლის 21 თებერვალი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №10 დადგენილება მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე დანართი დამტკიცებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას,  გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება. მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციები  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა  და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, გამგეობის სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗 სამსახურის სტრუქურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული კონსულტაციის განყოფილების უფროსი; გ) სპეციალისტი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში; დ) სპეციალისტი სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის საკითხებში. მუხლი 5🔗 სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში  მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი. მუხლი 6🔗 სამსახურის განყოფილება 1. სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული კონსულტაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა; ბ) ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება; გ) გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; დ) გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. 2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 7🔗 სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. მუხლი 8🔗 სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.