მუხლი 4. ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2013 წლის 28 თებე
ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2013 წლის 28 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-37(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
…მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განისაზღვრა პროგრამით მოსარგებლეთა წრე, პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი პირი (რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის 29…
საქმე №ბს-870(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
…სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაზე, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის მე-3 და მე-4 მუხლებზე და განმარტავს, რომ გადმოცემული შეტყობინების მიხედვით, ყველანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ არგუმენტს არის მოკლებული პაციენტის შემთხვევის ერთდროულად…
…კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს ( მე-3 და მე-4 მუხლები). პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის…
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 4, №36, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017200 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1852448/muxli-4/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია