„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.
2. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ან მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების თაობაზე” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს ლიცენზიის გასაუქმებლად“.
3. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სადაზღვევო ბროკერის სტატუსს და“, ხოლო მე-11 პუნქტში ციფრი „7“ შეიცვალოს რიცხვით „15“.
4. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა„ექვს“ შეიცვალოს სიტყვით „სამ“.
5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ლიცენზიის გაუქმება
1. დადგენილ ვადებში მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველს წარმოადგენს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს დაზღვევის შესაბამისი სახეობის (სახეობების) ლიცენზიის გასაუქმებლად.
2. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს არა აქვს უფლება განახორციელოს აკრძალული სახეობის სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მათი მოქმედების ვადის გასვლამდე, რის შემდეგაც იგი აბარებს ლიცენზიას შვიდ დღეში.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2007-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია.
- სად არის „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18526/