ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2014
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 453 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2013 მიღება
04.11.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №03            2013 წლის 22 თებერვალი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანდართული დანართის თანახმად; მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილება (სსმ, 11.02.2011). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე დანართი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: 1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი;  3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; 4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; 5. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილება;  6. „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილება; 7. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Word). მუხლი 2🔗. სპეციალური მოთხოვნები ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება: 1. საკრებულოს აპარატის უფროსს: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;  გ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 2. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – იურიდიულ საკითხებში: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი'';  ბ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. 3. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – საქმისწარმოების საკითხებში: ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი''; ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. 4. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს – საორგანიზაციო საკითხებში: ა) ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ) ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. 5. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტ – რეფერენტს: ა) ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 6. საკრებულოს აპარატის სპეციალისტს – საქმისწარმოების საკითხებში: ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის  I და II თავები; ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი. 7. საკრებულოს აპარატის სპეციალისტს – მოქალაქეთა მიღების და ორგანიზების საკითხებში: ა) ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონის  I და II თავები; ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების II კარი და მესამე კარის II თავი.