⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2014)
გაუქმებულია:

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2013
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ღონისძიებების დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 759 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2013 მიღება
01.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ღონისძიებების დასახელება მთლიანად მიმართული სახსრები
პროგრამის დასახელება პროგრამული კოდი
2013 წელს პრიორიტეტებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები მიმართული დაფინანსება 2013 წლისათვის
პრიორიტეტებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების დასახელება მთლიანად მიმართული სახსრები
დასახელება დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობა​1
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 2013 წლის 21 თებერვალი    ქ. თბილისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს სამინისტროებს და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს, ეთხოვოთ სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების შესაბამის აღმასრულებელ ორგანოებს: მუხლი 1🔗 საქართველოს სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრე­ბის აპარატებმა და სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა მხარჯავმა დაწესებულე­ბებმა:   1. 2013 წლის 20 მარტამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2011-2012 წლების შეფასება და ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შე­სახებ შესაბამისად №1 და №2 დანართების მიხედვით. 2. 2013 წლის 19 აპრილამდე მოამზადონ და საქართველოს ფინან­ს­თა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით. მუხლი 2🔗 სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარ­ჯავმა დაწესებულებებმა (გარდა საქართველოს პარლამენტისა და სახელ­მწიფო აუდიტის სამსახურისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 10 მაისამდე წარუდგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა საო­რიე­ნტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ №5 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 საქართველოს სამინისტროებმა საქართველოს საბიუ­ჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად დამტკიცებული თავიანთი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინონ 2013 წლის 2 ივლისამდე. მუხლი 4🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სა­ბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების უზრუნ­ველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი. მუხლი 5🔗 ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისმა აღმასრულე­ბელ­მა ორგანოებმა 2013 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით. მუხლი 6🔗 ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემა­ვალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებთან – გუბერ­ნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 15 ნოემბრამდე წარუდგინონ ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქ­მედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების შესრულების კონტროლი და კოორ­დი­ნაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. მუხლი 8🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყნის ძი­რი­თადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მი­ზ­­ნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 21 თებერვლის №66 დადგენილება. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი  დანართი №1 საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2011-2012 წლების შეფასება __________________________________________________________________ (დასახელება) პრიორიტეტებისა და მათში შემავალი პროგრამების/ღონისძიებების დასახელება მთლიანად მიმართული სახსრები მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღწეული შედეგები​1  პროგრამის დასახელება  პროგრამული კოდი სულ 2011 2012 სულ 2011 2012 I. პრიორიტეტი მ. შ. პროგრამები/ ღონისძიებები 1. 2. 3. II. პრიორიტეტი მ. შ. პროგრამები/ ღონისძიებები 1. 2. 3. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალკეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარ­მოდგენილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით. დანართი №2 ინფორმაცია 2013 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ _________________________________________________________________ (დასახელება) 2013 წელს პრიორიტეტებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები მიმართული დაფინანსება 2013 წლისათვის მ. შ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წლის მოსალოდნელი შედეგები​1 პროგრამის დასახელება პროგრამული კოდი ბიუჯეტის პრიორიტეტი ​2 , რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა I. პროგრამა II. პროგრამა III. პროგრამა ბიუჯეტის პრიორიტეტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა I. პროგრამა II. პროგრამა III. პროგრამა შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მიღწეული შედეგების აღწერა ცალ­კეული ღონისძიებების ან პროგრამების მიხედვით, იგი წარმოდგე­ნილი უნდა იქნეს მთლიანი პრიორიტეტის მასშტაბით. 2. პრიორიტეტში იგულისხმება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიო­რიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულე­ბები ახორციე­ლებენ თავიანთ პროგრამებს. დანართი №3 საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა (2014-2017 წწ.) __________________________________________________________________ __________________________________________________________________ (დასახელება) პრიორიტეტის​1 დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა ---------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასახელება და განხორციელების სავარაუდო ვადები ----‑‑‑‑‑-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის დასაბუთება, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პროგრამის აღწერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მოსალოდნელი შედეგები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შედეგების შესრულების შეფასების კრიტერიუმები --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შენიშვნა: პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორცი­ელებენ თავიანთ პროგრამებს. დანართი №4 პროგრამების საშუალოვადიანი ბიუჯეტი ---------------------------------------------------------------------------------------- (დასახელება) პრიორიტეტებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების დასახელება მთლიანად მიმართული სახსრები მ. შ. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ​1 პროგრამის დასახელება პროგრამული კოდი სულ 2014 2015 2016 2017 სულ 2014 2015 2016 2017 ბიუჯეტის პრიორიტეტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა I. პროგრამა II. პროგრამა III. პროგრამა ბიუჯეტის პრიორიტეტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა I. პროგრამა II. პროგრამა III.პროგრამა სულ  შენიშვნები: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა აღმასრულე­ბელმა ორგანოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებში არ უნდა გაი­თვა­ლისწინონ გათანაბრებითი ტრანსფერით მიღებული თანხები. 2. პრიორიტეტში იგულისხმება ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომ­ლის ფარგლებშიც სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებები ახორციე­ლე­ბენ თავიანთ პროგრამებს.  დანართი №5 ინფორმაცია დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ 2014-2017 წლებისათვის დასახელება დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობა​1 ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები​2 პროგრამის დასახელება პროგრამული კოდი 2014 2015 2016 2017 2014 2015 2016 2017 I. პროგრამა II. პროგრამა III. პროგრამა  შენიშვნები: 1. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვაობა 2013 წლის მაჩვენე­ბელ­თან, უნდა იყოს წარმოდგენილი დასაბუთება ამ სხვაობასთან დაკავში­რებით.  2. ასიგნებების ზღვრულ მოცულობებში გათვალისწინებული არ უნდა იყოს დონორების დაფინანსებული პროექტების და ამ პროექტებში თანამონაწილეობის სახსრები. 3. დანართი №5-ში წამოდგენილი ინფორმაცია დასაქმებულთა საო­რი­ენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ შევსებული უნდა იყოს თითოეული პროგრამის მიხედვით. 4. დანართებში თანხობრივი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში.