საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.02.2013
ძალის დაკარგვა 15.10.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.165.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები |
| 2 | სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით |
| 3 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) |
| 4 | უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის) |
| 5 | ა)სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება |
| 6 | ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა.შ) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი |
| 7 | უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი |
| 8 | ხანდაზმულთა ოფისის დაფინანსება |
| 9 | აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება |
| საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | პროგრამის დასახელება |
| ერთ პირზე/ ოჯახზე | სულ |
| სულ 100 | სულ 3800 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2013 წლის 22 თებერვალი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი ჯგუფები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ” და ,,ღ” ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი” (დანართი №1; დანართი №2).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.”
მუხლი 2🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 3🔗.
პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 350800 (სამას ორმოცდაათი ათას რვა ასი) ლარს.
მუხლი 4🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები
1.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე;
2.
ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობის ხარჯებისა);
3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
4.
უდედმამო ბავშვები;
5.
უპატრონო მიცვალებულები;
6.
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
7.
აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.
მუხლი 6🔗.
სოციალური დახმარების ოდენობა
1.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);
2.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობისა) ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი სააღდგომო კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი;
4.
უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად;
5.
უპატრონო მიცვალებულები– 300 ლარი;
6.
დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის– 100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;
7.
უფასო კვების ობიექტები– 181000 (ას ოთხმოცდაერთი ათასი) ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
მუხლი 7🔗.
სოციალური დახმარების გაცემის წესი
1.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი, რომლის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.
3.
სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.
4.
სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.
5.
სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
6.
არასრულწოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.
7.
პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
მუხლი 8🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
1.
საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;
2.
უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუხლი 9🔗.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
1.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;
2.
მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
მუხლი 10🔗.
პროგრამის შეფასება
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2013 წლის დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას.
შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
1.
სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;
2.
სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
3.
დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი
№
პროგრამის დასახელება
ბენეფიციართა
სავარაუდო
რა
ოდენობა
სოციალური დახმარების
მოცულობა
ერთ პირზე/
ოჯახზე
სულ
1
2
3
4
5
1
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები
100
60 000
2
სოციალურად
დაუცველ მოქალაქეთა
სტაციონარული
მკურნალობის,
ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით
500
81 400
3
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)
38
საახალწლოდ 50
სააღდგომოდ 50
სულ 100
სულ 3800
4
უდედმამო
ბავშვები (18 წლამდე
ასაკის)
6
50
3600
5
ა)სამამულო
ომის ვეტერანების
სადღესასწაულო დახმარება
39
9 მაისისთვის 100
3900
ბ) სამამულო
ომის
ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები
გარდაცვლილი
ვეტერანის ოჯახის დახმარება 250
4100
6
ოჯახები, რომელთაც
სტიქიური უბედურების
(ხანძარი, ქარიშხალი,
წყალდიდობა და ა.შ)
შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი
ფართობის 50% ან მეტი
1
150
1800
7
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი
300
1200
8
ხანდაზმულთა ოფისის დაფინანსება
10000
9
აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება
181 000