ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.02.2013
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.165.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 521 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2013 წლის 22 თებერვალი ქ. საგარეჯო ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და   204-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის    შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. (დანართი თან ახლავს) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №10 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი დანართი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: 1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;  2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;  3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; 4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: 1. 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი. 2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს: 1. სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარს. 2. საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისთვის) -16 ლარს 3. სახნავი და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე  -79ლარს ; 4. ტყის მიწებისათვის , რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით: ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)  – 19 ლარს ; ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) –  16 ლარს ; გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბარე, საბოსტნე) –  79ლარს. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს: 1. ქ. საგარეჯოში – 0,4. 2. სოფლებში: გომბორი, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი,  ბადიაური, იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, თულარი, ბოგდანოვკა  – 0,3. 3. სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,2. მუხლი 6🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს: 1. ქ. საგარეჯოში – 0,096 ლარს; 2. სოფლებში: გომბორი, სასადილო, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნონოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი,  ბადიაური, იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, თულარი, ბოგდანოვკა – 0,072. 3. სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,048 ლარს. მუხლი 7🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია  3 ლარი. მუხლი 8🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.