ხულოს მუნიციპალიტეტის, მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.02.2013
ძალის დაკარგვა 31.03.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის, მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2013 წლის 22 თებერვალი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის, მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ დებულება, თანახმად დანართი №3-ისა.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული, გამგეობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №7 დადგენილება (გაზეთი აჭარა, გამოქვეყნების თარიღი – 27.01.2010 წ)
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენატრიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
8. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და
დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
8. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება.
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
დანართი № 2
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენატრიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. დაწესებულება – თვითმმართველი ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – ა(ა)იპ.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება ა(ა)იპ-ის მიერ თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
4. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. კომისია უნდა შედგებოდეს მინიმუმ ხუთი წევრისაგან, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლისაგან.
6. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
7. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
8. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
11. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა, და ახდენს ქონების დასურათებას.
8. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – საბჭოს თანხმობით).
11. ა(ა)იპ-ის სარგებლობაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე ა(ა)იპ-ის სარგებლობაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
12. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ა(ა)იპ-ის სარგებლობაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე ა(ა)იპ-ის სარგებლობაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია დაწესებულების საინვენტარიზაციო კომისიის მიერ.
13. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
დანართი №3
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების
ჩამოწერის წესის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პრინციპებს.
2. წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. საწარმო – თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში განკარგვა, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა ხდება საწარმოს მიერ თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3. საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
4. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.
5. საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
საწარმოს/ორგანიზაციის ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებამდე არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი.
8. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
9. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
10. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 6🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5. ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
7. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა, და ახდენს ქონების დასურათებას.
8. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი უძრავი ქონების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10. საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის მიზნით საწარმოს ხელმძღვანელი, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – საბჭოს თანხმობით).
11. საწარმოს სარგებლობაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე ა(ა)იპ-ის სარგებლობაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მასალები წარედგინება თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
12. თვითმმართველი ერთეულის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი საწარმოს სარგებლობაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების, ასევე ა(ა)იპ-ის სარგებლობაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
13. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-8 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.