„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 (სსმ, 2008 წელი) დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემას შეადგენს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატი;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

2. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოა­დგილე, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრე­ზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინის­ტრი.“.

 

3. დებულების მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა“

4. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების) ამოცა­ნები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამო­ცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი, აგრეთვე საკუთარი ბლანკის არსებობა და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისად ამ დებუ­ლებითა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

5. დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა სა­კითხე­­ბის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) საფინანსო დეპარტამენტი;

ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო;

ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.“.

 

6. დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

7. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი და სტრუქტურა

 1. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფლება-მო­ვა­ლე­ობანია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგა­ნი­ზე­ბა;

ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავ­შირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადა­წყვეტილების მიღება;

ე) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის სა­ფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრა­ცი­ასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნი­ლის მოწმობისა და ანკეტის ფორმების შემუშავება; მოწმობის გა­ცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ზ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობებში მცხოვრებ დევნილთა აღწერის ორგანიზება და საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირება;

თ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ფართების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მათი დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;

ი) გადაუდებელი დახმარების გაწე­ვისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

კ) დევნილთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათი კონსულტირება და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; შესაბამისი პროგრამე­ბისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

მ) დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება,  განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ნ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილი­ტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ო) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქო­ნების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების და­ცვის მექანიზმების შემუშავება;

პ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სა­ხელ­მწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარ­გლებში;

ჟ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიე­ბებ­თან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

რ) სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგი;

ს) სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ტ) დევნილთა ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, მასში დაცული მონაცემების ფორმირება და  დახვეწა;

უ) დევნილთა განსახლების ობიექტებში არ­სე­ბული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტე­ბის მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების გან­ხილვა და რეაგირება; დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის გან­ხორ­ციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

2. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რეგისტრაციის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია უძრავი ქონების რესტიტუციის განყოფილება;

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო;

გ) დევნილთა მიმღები ცენტრი - სამმართველო;

დ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო.

3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტ­რაციისა და ანკეტირების ორგანიზება; საქართველოში თავშესაფრის მაძიე­ბელთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელი პირის სა­კით­ხის განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციაზე ან რე­გის­ტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვე­ტი­ლების მიღება;

გ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე სა­კითხის არსებითად განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თა­ო­ბაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმე­ბისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნე­ბის მო­მ­ზადება და გადაწყვეტილების მიღება;

ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ბაზის შე­ქმნა; თავშესაფრის მაძიებლის ანკეტისა და ცნობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და თავშესაფრის მაძიებლის ცნობისა და ლტოლ­ვი­ლის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების გა­ცემის ორგანიზება;

ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ზ) თავშესაფრის მაძიებელ პირთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახ­ლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

თ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეა­ბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ი) რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონ­მდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენ­ტი­ფიკაციის, რეპატრიანტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმარ­თვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;

კ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქარ­თველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტო­რინგი;

ლ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრა­ციის პროგნოზირება და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორციელება; ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპ­ტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორ­ციელებისათვის ხელშეწყობა; ეკომიგრანტების მონაცემთა ბა­ზის შექმნა;

მ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;

ო) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგ­მიდან გამომდინარე სამინისტროს განსახორციელებელ ღონის­ძი­ებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველ­ყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვე­თად;

რ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალ­კეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

4. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველო;

ბ) განსახლებისა და მიგრაციის  სამმართველო;

5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლება-მოვალე­ობანია:

ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმი­ნისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანი­ზაციული უზრუნველყოფა;

ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორ­მაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

თ) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შე­საბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდე­ბა;

კ) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნი­კური უზ­რუნ­­ველყოფა;

ლ) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.

6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

7. იურიდიული დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამარ­თლებ­რივი ექსპერტიზა;

ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახუ­რებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორცი­ელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამარ­თლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნ­ველყოფა;

ზ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნ­ველყოფა.

8. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველო.

 

9.  საფინანსო დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექ­ტის შემუშა­ვება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა-ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველ­ყოფა;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგ­მვა და განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედუ­რების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

10. საფინანსო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანა­ყოფებია:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

11. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლება-მოვა­ლეო­ბა­ნია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქარ­თვე­ლოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართვე­ლოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების გა­ნუხ­რელად შესრულებისა და დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყე­ნების კანონიერების შემოწმება;

გ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონ­სტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შე­ლახ­ვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსა­წინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემო­წმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარ­დგენა;

ე) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დუ­რების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიუ­რო­ბის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავ­სებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის გან­­ხორციელება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმია­ნო­ბები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმია­ნობის სპე­ციფიკიდან, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

12. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარ­ტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვი­თარება;

გ) არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქ­მიანობის ეფექტიანად წარმარ­თვის მიზნით.

13. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის ორგანიზება;

ბ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამ­სახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

გ) სამი­ნისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთათვის ტრეინინგებისა და სასწავლო კურსების დაგეგმვა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.

14. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფლება-მოვალეობანია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამი­ნის­ტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;

გ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზ­რუნ­ველყოფა და ორგანიზება;

დ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დო­კუმენტების მომზადება-გავრცელება;

ე) ფოტო-ვიდეო მასალების დამზადება-დაარქივება;

ვ) სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი გაშუქების უზრუნველყოფა.“.

8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:

„მუხლი 72. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო;

გ) ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანო;

დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო.

2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას, კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, მათი უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი