„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამედიცინო დაწესებულების ლიცენზირება;“.

2. მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

სამედიცინო და ფარმაცევტული სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება“.

3. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მის საფუძველზე სახელმწიფო ლიცენზიის“, ხოლო სიტყვა „სერტიფიკატისა“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზიის“, ხოლო სიტყვა „სერტიფიკატისა“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“.

4. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 26

სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციას, ხელახალ სერტიფიკაციას წარმართავს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო – უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო.“ .

6. 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „დადგენილი წესით ლიცენზირებულ“.

7. 29-ე, 33-ე და 153-ე მუხლებში სიტყვა „ლიცენზიის“ შეიცვალოს სიტყვით „სერტიფიკატის“.

8. 65-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე იძლევა მისი იმპორტის, წარმოების და გასაღების უფლებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2013–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18544/