„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №43

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის  4 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007, №140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ახორციელებს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას საკონსულო სამსახურისა და საკონსულო თანამდებობის პირების საქმიანობაზე საკონსულო ფუნქციების განხორციელების კუთხით;“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს  წარმომადგენლობის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ;“.

3. 5მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,, მუხლი 51. საკონსულო სამსახური

 1. წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონსულო სამსახური.

2. საკონსულო სამსახური წარმოადგენს წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულს.

3. საკონსულო სამსახური უზრუნველყოფს წარმომადგენლობაში საკონსულო საქმიანობის განხოციელებას.’’.

4. . 5მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5და 53 მუხლები:

   ,,მუხლი  52 . საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელობა

1. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.

 2. საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) ახორციელებს საკონსულო საქმიანობას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად;

ბ) კოორდინაციას უწევს საკონსულო სამსახურში  საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას;

გ) თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს საკონსულო  თანამდებობის პირთა და  საკონსულო მოსამსახურეთა მიერ  მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობას;

დ) მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების შესასულებლად, უფლებამოსილია მიმართოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს;

ე) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო სამსახურის საქმიანობის  გაუმჯობესების თვალსაზრისით;

ვ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს საკონსულო სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები პირის ან/და სტაჟირების მსურველ კანდიდატთა შესახებ; 

ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენს ანგარიშს საკონსულო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ“

    მუხლი  5.   წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები

1. წარმომადგენლობის თანამშრომლები ექვემდებარებიან წარმომადგენლობის ხელმძღვანელს (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საქმეთა დროებით რწმუნებულს) და ვალდებულნი არიან შეასრულონ მისი ბრძანებები და დავალებები.

2. საკონსულო თანამდებობის პირის საქმიანობაზე ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას  ექვემდებარება სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

3. საკონსულო თანამდებობის პირი  საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ,,საკონსულო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ამ დებულების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციისა   და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. წარმომადგენლობას შეიძლება ჰყავდეს ფინანსური მენეჯერი, რომელიც, გარდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა, ანგარიშვალდებულია სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინაშე.

5. ფინანსური მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, წარმომადგენლობის უძრავი და მოძრავი ქონების აღწერისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.

6. წარმომადგენლობის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს მინისტრი.’’.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ფანჯიკიძე