შპს „თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის“ (შემდგომში „არბიტრაჟი“) 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში (შემდგომში „დებულება“) ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დამტკიცებულია:
პარტნიორთა კრების მიერ
201 3 წლი ს 11 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის “ (შემდგომში „არბიტრაჟი“) 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში (შემდგომში „დებულება“) ცვლილებების შეტანის შესახე ბ
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2012 წლის 20 იანვრის დებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“; 30/01/2012 წ.);
2. დებულების 5.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.6. მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე და 5.5 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 1,5 %-ს (ერთ -ნახევარი პროცენტი) დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) -ს ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით; ”
3. დებულების 5.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.7 მოსაკრებლის ოდენობა 5.5 პუნქტის „დ”, „ვ” და „თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეადგენს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით; ”
4. დებულების 5.10. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.10. თუ არბიტრაჟის მიერ განსახილველი დავა გამომდინარეობს სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე ძირითადი დავა უკვე განხილულია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით, ხოლო თუ ძირითადი დავა განხილულია არა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, არამედ რომელიმე სხვა ორგანოს ან არბიტრაჟის მიერ, მაშინ ამ დავაზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ თავისი კომპეტენციის ცნობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსაკრებელი განისაზღვრება სადა ვ ო საგნის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით.
5. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2013 წლის 1 მარტიდან და ვრცელდება ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისათვის არბიტრაჟის წარმოებაში არსებულ ყველა მიმდინარე საქმეზე.