საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№6
2013 წლის 26 თებერვალი
ქ.თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №9 ნაძალადევის, №52 ბაღდათის და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის დამტკიცდეს თანდართული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენადარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე