ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 22 ივლისის №15 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2013 წლის 27 თებერვალი დ. ასპინძა |
,,მუხლი 12.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციისა და საკადრო მუშაობის სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
გ) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;
დ) კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთეობის სამსახური;
ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.“ю
,,მუხლი 13.
1. ადმინისტრაციისა და საკადრო მუშაობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, ელექტრონული ტენდერების შესახებ განცხადებების მომზადება-გამოქვეყნება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
3. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების მართვის, მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, სივრცითი მოწყობისა და ურბანული დაგეგმარება, მიწათსარგებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვისა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
4. კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავების და განხორციელების უზრუნველყოფა.
5. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
6. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისთთა აღრიცხვისა მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
8. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები და ქვედანაყოფები.“.
|