პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 31.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი სოზარ სუბარი | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება
№48
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-2 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულებით დამტკიცებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა (შემდგომში - დეპარტამენტი) და მის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეების (შემდგომში - მოსამსახურე) სამსახურებრივი მოწმობის (შემდგომში - მოწმობა) ფორმის თანდართული ნიმუში. მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს. მოწმობის ორივე მხარეს ფონი არის თეთრ და მწვანე ფერებში და მასზე დატანილია საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებები.
2. მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) მოწმობის წინა მხარეს:
ა.ა) დამკვირვებლის პოზიციიდან ზედა მარცხენა კუთხეში, გამოსახულია ფერადი მცირე სახელმწიფო გერბი;
ა.ბ) ზედა ნაწილში შავი ფერის შრიფტით გამოსახულია წარწერა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო“, ხოლო მის ქვემოთ, მწვანე ფერის შრიფტით, წარწერა - „სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“;
ა.გ) დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა ქვედა კუთხეში, მოთავსებულია მოსამსახურის ბიომეტრიული ფერადი ფოტოსურათი;
ა.დ) ფოტოსურათის ქვემოთ აღინიშნება მოწმობის საიდენტიფიკაციო უნიკალური ნომერი;
ა.ე) ფოტოსურათის გვერდით, დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვნივ, შავი შრიფტით მიეთითება მოსამსახურის სახელი, გვარი, თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება;
ა.ვ) ქვედა ნაწილში, შავი შრიფტით გამოსახულია წარწერა „თავმჯდომარე“ და დეპარტამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის ელექტრონული ვარიანტი (ფაქსიმილე);
ა.ზ) დამკვირვებლის პოზიციიდან ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა;
ბ) მოწმობის უკანა მხარეს:
ბ.ა) დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა ქვედა კუთხეში, მოთავსებულია მოწმობის შტრიხკოდი;
ბ.ბ) ქვედა ნაწილში გამოსახულია წარწერა იარაღის შენახვისა და ტარების შესაბამისი ნებართვის შესახებ და კეთდება მხოლოდ იმ მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებზე, რომელთაც კანონმდებლობის დაცვით მინიჭებული აქვთ ზემოაღნიშნული უფლება, ხოლო წარწერის ქვევით მიეთითება მოწმობის ძალაში ყოფნის რიცხვი, თვე და წელი;
ბ.გ) დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა ქვედა კუთხესთან, მოთავსებულია დეპარტამენტის ფერადი ემბლემა;
ბ.დ) ზედა ნაწილში, შავი შრიფტით ინგლისურ ენაზე აღნიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასახელება, ხოლო მის ქვემოთ, მწვანე შრიფტით, დეპარტამენტის დასახელება; შუა ნაწილში შავი შრიფტით, ინგლისურ ენაზე აღნიშნულია მოსამსახურის სახელი და გვარი.
3. მოწმობაში დამცავ საშუალებად მოთავსებულია ელექტრონული მიკროსქემა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი
დანართი