საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 31.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №დისლოკაციის ადგილი
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
| სურათის ადგილი მიუთითეთ ვაკანსია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი: | სურათის ადგილი |
| სახელი | გვარი |
| რეგისტრაციის ადგილი | ფაქტობრივი საცხოვრებელი |
| როდიდან | როდემდე |
| კომპიუტერული პროგრამები /ცოდნის დონე | თავისუფლად |
| რომელ უცხო ენებს ფლობთ /ცოდნის დონე | თავისუფლად |
| ნაწილის ნომერი | დისლოკაციის ადგილი |
| მუშაობის წლები დაწყების და დასრულების თარიღი | სამუშაო ადგილი (დასახელება მიუთითეთ ისე როგორც იწოდებოდა თავის დროზე) |
| კურსის დასახელება | ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) |
| ნათესაური კავშირი | სახელი, გვარი მამის სახელი |
| შემფასებლის სახელი, გვარი | ხელმოწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№143
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული წესის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 26 ნოემბრის №1445 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული დანაყოფების მოსამსახურეების შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს.
2. ამ ბრძანების მიზნებისათვის დეპარტამენტის მოსამსახურე არის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე პირი და პირი, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური წოდება და შესაბამისი შტატით გათვალისწინებულია სამოქალაქო პირის დანიშვნის შესაძლებლობა (გარდა იმ პირისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე).
3. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული კონკურსი (შემდგომში - კონკურსი) არის კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
4. ატესტაცია არის დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
თავი II. კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 2🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირების შერჩევა დეპარტამენტში დასაკავებელი თანამდებობის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიალობის და კორექტულობის პრინციპების დაცვით.
2. კონკურსის ამოცანებია:
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3🔗. კონკურსის გამოცხადება
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავის დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში არსებული ვაკანსიის არსებობისას დეპარტამენტის საკადრო დანაყოფს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა კონკურსის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
2. კონკურსს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. კონკურსი ცხადდება დეპარტამენტის ვებგვერდზე და საამისოდ გათვალისწინებულ სხვა ვებგვერდებზე.
4. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დეპარტამენტის სრული დასახელება;
ბ) კონკურსის წესით დასაკავებელი თანამდებობის დასახელება, რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
გ) კონკურსის ჩატარების დღე;
დ) კანდიდატებისათვის წაყენებული მოთხოვნები;
ე) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი წარდგენის ვადა;
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
5. კონკურსის ჩატარების შესახებ გამოცხადებამდე 3 დღით ადრე ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება კანდიდატს
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ დადგენილ და დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. კონკურსში მონაწილე კანდიდატების ასაკს (მათ შორის, ზღვრული ასაკი) დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 5🔗. კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საწყის ეტაპზე უნდა წარადგინოს:
ა) აპლიკაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №2);
ბ) დამატებითი დოკუმენტაცია, აუცილებლობის შემთხვევაში.
2. კანდიდატებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისათვის ეძლევათ არანაკლებ 2-კვირიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან.
3. კანდიდატმა, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) სხვა დოკუმენტები, რომელთა წარდგენა სავალდებულოა კომისიის გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗. კანდიდატები, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
2. კანდიდატები აპლიკაციას აგზავნიან კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
3. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს.
4. დეპარტამენტის საკადრო დანაყოფის უფლებამოსილი თანამშრომელი დეპარტამენტის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელთან ერთად, სადაც გამოცხადებულია კონკურსი, გამოგზავნილი აპლიკაციებიდან არჩევს, გონივრულ ვადაში ამზადებს და უგზავნის კომისიას იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1. კონკურსს ატარებს კომისია.
2. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებს და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ტესტირების ან/და გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.
მუხლი 8🔗. ტესტირება
1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს ზოგადი უნარ-ჩვევების, ინტელექტის, პიროვნული მახასიათებლებისა და ასევე პროფესიულ ტესტს.
2. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.
3. ტესტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა უფლებამოსილი პირებისა.
4. ტესტირების პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
მუხლი 9🔗. გასაუბრება
1. გასაუბრებისას კომისიის წევრები კომპეტენციის შესაბამისად ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №3) ან/და კანდიდატთა პიროვნული უნარების შეფასების ფორმას (დანართი №4).
2. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებული კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმაში (დანართი №5).
მუხლი 10🔗. კონკურსის შედეგები
1. კომისია კანდიდატების გასაუბრების ან/და ტესტირების შემდეგ მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შეფასებისას მიღებულ ქულებს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.
2. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით. შეფასების საფუძველზე კომისია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ტარდება კენჭისყრა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას, კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი, ამავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას და კომუნიკაბელურობას.
5. კონკურსის შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარედგინება დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
მუხლი 11🔗. კონკურსის შედეგები
1. თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კონკურსში გამარჯვებულ პირთა სია უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის დასრულებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
3. კომისია უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობას.
4. კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია (ვაკანტური თანამდებობის დასახელების, შემოსული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, გამოყენებული მეთოდიკებისა და პროცედურების, კონკურსის შედეგებისა და სხვა მონაცემების შესახებ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს წარედგინება კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში.
5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
6. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
თავი III. ატესტაცია
მუხლი 12🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ატესტაციას შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება განსაზღვრული ვადით.
მუხლი 13🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. ატესტაციის გრაფიკი, ტესტირების პროგრამა, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრნველყოფს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაცია ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. ატესტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს კომისია.
2. ტესტირების თემატიკას და ტესტირების პროგრამას მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. ტესტირება გავლილად ჩაითვლება, თუ კანდიდატი სწორ პასუხს გასცემს კომისიის მიერ დადგენილი საჭირო რაოდენობის შეკითხვებს.
4. გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, რომელსაც პირის ყოველმხრივი შეფასების და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით ადგენს მისი უშუალო ხელმძღვანელი.
5. მოსამსახურის დახასიათების ფორმას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 15🔗. მოსამსახურის შეფასება
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოსამსახურე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
მუხლი 16🔗. ატესტაციის შედეგები
1. კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2. ატესტაციის შედეგების შესახებ მოსამსახურეს უნდა ეცნობოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
3. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და მოსამსახურის დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგები წარედგინება დეპარტამენტის თავმჯდომარეს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.
5. ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის ვადაში დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის თანამდებობაზე დატოვების, მისი კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან დაწინაურება/დაქვეითების შესახებ.
თავი IV. პრეტენზიების და დავების გადაწყვეტა
მუხლი 17🔗. კონკურსთან/ატესტაციასთან დაკავშირებული პრეტენზიების და დავების გადაწყვეტა
1. კონკურსისა და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს განიხილავს კომისია, რომლის საქმიანობის წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის დებულებით (დანართი №1).
2. კონკურსსა და ატესტაციაში მონაწილე პირს კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს ორი დღის ვადაში. კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება ოქმის სახით სამი სამუშაო დღის ვადაში.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კონკურსის და ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის მიზნით, პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
დანართი №2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები.
2. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა) განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები. კომისიის მუშაობაში მათი საქმიანობის ანაზღაურების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
4. კონკურსის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შეიძლება შეიქმნას კომისიის სამდივნო, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულების მე-6 მუხლით.
მუხლი 3🔗. ქვეკომისიების შექმნა და მათი შემადგენლობა
1. კომისიას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას ქვეკომისიები.
2. ქვეკომისიების შემადგენლობას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს კომისია.
3. ქვეკომისია დეპარტამენტის მოსამსახურეთა კონკურსის ან/და ატესტაციის ჩატარებისას ხელმძღვანელობს ამ ბრძანებით.
მუხლი 4🔗. კომისიის (ქვეკომისიის) წევრის აცილება
1. კომისიის (ქვეკომისიის) წევრი ვალდებულია, კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული კომისიის წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის მიმდინარეობისას, შესაბამისი კომისიის წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კომისიისათვის კონკურსის დასრულების შემდგომ, ამ წევრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელი.
მუხლი 5🔗. კომისიის ფუნქციები
კომისიის ფუნქციებში შედის:
ა) კონკურსებისა და ატესტაციების ჩატარება;
ბ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა და მათი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმება;
გ) კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების ასაკის (მათ შორის, ზღვრული ასაკი) განსაზღვრა;
დ) საჭიროების შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი საბუთების განსაზღვრა;
ე) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების განხილვა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მათი დამუშავება;
ვ) დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით კონკურსის და ატესტაციის პროგრამების, ფორმების, პირობების და ჩატარების გრაფიკის განსაზღვრა. ტესტირების ან/და გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატების ინფორმირება;
ზ) ტესტირების პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;
ი) კონკურსში გამარჯვებული პირების გამოვლენა და ატესტაციის შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
კ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც უკავშირდება კონკურსის და ატესტაციის ჩატარებას, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედის სხვა ორგანოს (თანამდებობის პირის) კომპეტენციაში.
მუხლი 6🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო შემადგენლობიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 7🔗. კომისიის სამდივნო
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელიც სამდივნოს წევრებთან ერთად ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
დანართი №3
ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო ფ ო რ მ ა
სურათის
ადგილი
მიუთითეთ ვაკანსია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი:
ზოგადი ინფორმაცია
სახელი
გვარი
მამის სახელი
დაბადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)
პირადი №
დაბადების ადგილი
მოქალაქეობა
გაქვთ თუ არა შეცვლილი გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი,
მოქალაქეობა, ეროვნება (მიუთითეთ მიზეზი)
ოჯახური მდგომარეობა (განქორწინების შემთხვევაში მიუთითეთ
განქორწინებული მეუღლის სახელი, გვარი, მამის სახელი,
დაბადების თარიღი)
რეგისტრაციის ადგილი
ფაქტობრივი საცხოვრებელი
ტელეფონი (მობილური)
ტელეფონი (სახლი)
ელ.ფოსტა
მართვის მოწმობა
ხართ თუ არა თქვენ ან თქვენი ახლო ნათესავები ნასამართლევი (,,კი“–ს შემთხვევაში
მიუთითეთ როდის და რისთვის)
გაქვთ თუ არა ადმინისტრაციული ჯარიმა (*ნარკოტიკების მოხმარება,
ხულიგნობა, დაუმორჩილებლობა) :
თქვენ ან თქვენი ახლო ნათესავი მკურნალობდით თუ არა ალკოჰოლური ან/და
ნარკოტიკულ ი დამოკიდებულებისაგან(მიუთითეთ როდის და სად, ნათესაური კავშირი,
გვარი, სახელი, მამის სახელი)
ყოფილხართ თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე
(,,კი“–ს შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)
გაქვთ თუ არა ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა
(,,კი“–ს შემთხვევაში მიუთითეთ ქვეყანა)
განათლება
საშუალო (სკოლა) (მიუთითეთ სკოლის დასახელება, ადგილმდებარეობა,
სწავლის ხანგრძლივობა ატესტატის ნომერი / გაცემის თარიღი და სერია/ )
ლიცეუმი, კოლეჯი, ინსტიტუტი-უნივერსიტეტი-აკადემია,
სხვა სასწავლებლები
როდიდან
როდემდე
სასწავლებლის
დასახელება
სპეციალობა,
კვალიფიკაცია
დიპლომის, მოწმობის,
სერტიფიკატის,
(ნომერი, გაცემის თარიღი, სერია)
სასწავლებლის ადგილმდებარეობა, მისამართი
გაქვთ თუ არა მეცნიერული შრომები
ან გამოგონებები (,,კი“–ს შემთხვევაში მიუთითეთ დარგი და თემა)
მიღებული გაქვთ თუ არა სახელმწიფო ჯილდო (,,კი“–ს შემთხვევაში მიუთითეთ ჯილდოს სახეობა,
მიღების მიზეზი და თარიღი)
კომპიუტერული პროგრამები /ცოდნის დონე
თავისუფლად
კარგად
საშუალოდ
ცუდად
1.
2.
3.
4.
რომელ უცხო ენებს ფლობთ /ცოდნის დონე
თავისუფლად
კარგად
საშუალოდ
ცუდად
1.
2.
3.
4.
სამხედრო სამსახური
გაქვთ თუ არა გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური:
________________________________________________________________________________________________________
(„კი“–ს შემთხვევაში მიუთითეთ სად და როდის, ,,არა“–ს და „გადავადების“ შემთხვევაში
მიუთითეთ მიზეზი) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება: წვევამდელი / სამხედრო ვალდებული /
სამხედრო მოსამსახურე
ნაწილის ნომერი
დისლოკაციის ადგილი
დაწყების და
დასრულების თარიღი
სამუშაო გამოცდილება
მუშაობის წლები
დაწყების და დასრულების თარიღი
სამუშაო ადგილი
(დასახელება მიუთითეთ
ისე როგორც
იწოდებოდა თავის დროზე)
თანამდებობა
შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტის მიზეზი
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები/სემინარები)
კურსის დასახელება
ორგანიზაციის დასახელება
(ვის მიერ იყო ორგანიზებული)
კურსის ხანგრძლივობა
(დაწყების და დასრულების
თარიღი)
რეკომენდატორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სახელი
გვარი
სამსახური
თანამდებობა
ახლო ნათესავები (მშობლები, მამინაცვალი, დედინაცვალი, ძმა, და, მეუღლე (მათ შორის განქორწინებული), შვილი, გერი,
მეუღლის მშობლები, მამინაცვალი, დედინაცვალი, მეუღლის ძმა, მეუღლის და; მიუთითეთ
ქალიშვილობის გვარი /შეცვლილი/ ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ნათესაური კავშირი
გვარი, სახელი, მამის სახელი
დაბადების თარიღი
(დღე, თვე, წელი)
დაბადების ადგილი
სამუშაო ადგილი
და თანამდებობა
საცხოვრებელი
ადგილის მისამართი
ნათესავები, რომლებიც მსახურობენ შსს-სა და სხვა ძალოვან
სტრუქტურებში.
ნათესაური კავშირი
სახელი, გვარი
მამის სახელი
სამუშაო
ადგილი
თანამდებობა
დანართი №4
შესარჩევი კონკურსი: პოზიციის დასახელება
კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით
კანდიდატის სახელი, გვარი
ქულა
შემფასებლის კომენტარი
1
2
3
შემფასებლის სახელი, გვარი
ხელმოწერა
კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.
1-მიუღებელი; 2-საშუალოზე დაბალი; 3-კომპეტენტური; 4-ძალიან კარგი; 5-აჭარბებს მოლოდინს; 5+ზედმეტად კვალიფიციური (overqualified)
გარდა ზემოაღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება, შეფასებისას აირჩიოს წილადი ქულები.
დანართი №5
შესარჩევი კონკურსი: პოზიციის დასახელება
კანდიდატთა შეფასების ფორმა პიროვნული უნარ-ჩვევების მიხედვით
კანდიდატის სახელი, გვარი
პიროვნული უნარ-ჩვევები
ქულა თითოეული უნარისთვის
ჯამური ქულა
შემფასებლის კომენტარი
1
2
3
კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.
1-მიუღებელი; 2-საშუალოზე დაბალი; 3-კომპეტენტური; 4-ძალიან კარგი; 5-აჭარბებს მოლოდინს; 5+ზედმეტად კვალიფიციური (overqualified)
გარდა ზემოაღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება, შეფასებისას აირჩიოს წილადი ქულები.
დანართი №6
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
(თანამდებობის დასახელება)
კანიდიდატი
კომისიის წევრი
1
2
3
4
5
6
შეფასების ჯამური ქულა
საშ. არითმეტიკული