📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.127.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 480 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
06.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2013 წლის 26 თებერვალი ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები: 1.  მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის:   ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 3 (სამი) ლარი; გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:   ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტეს 1,5 ლარისა; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, 25 (ოცდახუთი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. გ) იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და უტილიზაციას, გადაიხდიან ერთ კუბურ მეტრზე  15 (თხუთმეტ) ლარს. 3.  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი; ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 2🔗 ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდევინება განისაზღვროს №1 და №2 დანართების მიხედვით დამტკიცებული ინსტრუქციით. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი დანართი №1 მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა. მოსაკრებლის გადახდის ვადაა გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი. მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დანართი №2 ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების შესახებ ინსტრუქცია მუხლი 1🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.   მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ვადა მოსაკრებლის გადახდა ხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი მოსაკრებლის ამოღებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.