ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.127.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო |
| 2 | სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 3 | საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) |
| 4 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სახნავად |
| 5 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სათიბად |
| 6 | ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება საძოვრად |
| 7 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მასხარაშვილი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | მიწის კატეგორიები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების გადასახადის) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2013 წლის 26 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)
ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 29-ე თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი ზღვრული ოდენობა განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №13 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის ზღვრული ოდენობა
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 2🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;
ბ) 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1%.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო
73
2
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
19
3
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
15
4
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სახნავად
73
5
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სათიბად
19
6
ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება საძოვრად
15
7
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
მუხლი 5🔗
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტია:
ა) ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 1,5;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 1,0.
მუხლი 6🔗
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ.-ზე ქონების გადასახადია:
ა) ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე – 0.36 ლარი;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა და თემების ტერიტორიებისათვის – 0.24 ლარი.
მუხლი 7🔗
მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან ბინებზე, საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.