⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.11.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 12.11.2013
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.140.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 832 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
12.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2013 წლის 27 თებერვალი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და  სამაშველო  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 04 აგვისტოს №26 დადგენილება  „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და  სამაშველო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ს/კოდი 010260000.35.140.000367, 19/08/2010). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და – სამაშველო  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები 1.ასპინძის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური)   წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის  შესახებ“, საქართველოს კანონების „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენ­ლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“  ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია დ. ასპინძა, ვარძიის ქ. №28. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ასპინძის მუნიციპა­ლი­ტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე. მუხლი 2🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანები ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება; ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა; გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება. მუხლი 3🔗 სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: 1. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველობის  განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე; 2. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 3. ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლების საზღვრებში; 4. საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრე­ბის, ავარიების, კატასტრო­ფების, სტიქიური უბედურებებისა  და სხვა საგანგებო  სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა; 5. სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრე­ბული)  სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარა­ღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება; 6. სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების  ორგანიზება; 7. საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ  შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება; 8. დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფა; 9. ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 06 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად; 10. ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა. მუხლი 4🔗 სამსახურის უფროსი 1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მისად. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის; გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;  დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურე­ბრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში; ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას; ზ) შეიმუშავებს და  მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის  მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; თ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით; ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყო­ბილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახუ­რის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ლ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.  აწარმოებს მათ პირად მიღებას; მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ; ნ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას; პ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე – არსებული რანგის შესაბამისად. მუხლი 5🔗 სამსახურის სტრუქტურა და მათი ფუნქციები 1. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა; ბ) უფროსი სპეციალისტი – ხანძარსაწინააღმდეგო პირობების ზედამხედველობის დარგში გ) უფროსი სპეციალისტი – საქმის წარმოების საკითხებში დ) უფროსი სპეციალისტი – ათმეთაურები ე) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მძღოლი                                                                                ვ) სპეციალისტი  – მძღოლები ზ) სპეციალისტი –  მეხანძრე მაშველები 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფ­ლებისა და სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება დებულებით „სახანძრო-სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის  სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. 3. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. 4. სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანგრ­ძლი­­­ვობას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას, განსაზღვრა­ვენ ადგილობ­რივი თვითმმართველობის ორგანოები კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗 სამსახურის ქონება    სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ასპინძის მუნიციპალი­ტეტის  საკუთრებას. მუხლი 7🔗 წინამდებარე  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.