„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი კულტურა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. საქმიანობა კულტურის სფეროში

კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, მისი განვითარების კოორდინაციისა და ამ მიზნით სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფისათვის ამ სფეროში კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობით დაკავებულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო აღრიცხვას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი 

№2019-IIს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამართლებრივი აქტი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია.
სად არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18562/