სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2013
ძალის დაკარგვა 29.03.2017
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.168.016069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 208 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
29.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2013 წლის 26 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს: 1. თითოეულ სამორინე მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარით.  2. თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში  2 200 ლარით.  3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე მოსაკრებელი განისაზღვროს საპრიზო ფონდის  10 %-ით. 4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე  - კვარტალში 30 000 ლარით. 5. ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების  5 %-ით. 6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სალაროზე -  კვარტალში  1 000 ლარით.  7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3 000 ლარი. შენიშვნა:  თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს , იგი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი