⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.03.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2013
ძალის დაკარგვა 07.03.2014
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.168.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 316 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
07.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
ნორმ. ფასის ნორმ. ფასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2013 წლის 26 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 იანვრის  №6 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი დანართი №1 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG C ItL x Cx  K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  – არის ქ. სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს; გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 95-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ სიღნაღის, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი), ნორმ. ფასის ნორმ. ფასი 1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი 0,3 1 0,24 95 7.0 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50%-ით. 4. სოფლებს შორის დასახლებათა არეალში ქალაქ სიღნაღის და ქ. წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25%-ით.