სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს მორიგი კრების ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№40/27-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოების მორიგი კრების ჩატარების შესახებ

 სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს ” დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 22 მარტს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7 , სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში , 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2013 წლის 5 თებერვალი.

დღის წესრიგი:

1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს ” დირექტორის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში;

2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანგარიში;

3. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება;

4.  სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება;

5. 2012 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება;

6.  2013 წლის აუდიტის არჩევა;

7. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 55.2 მუხლისა და სააქციო საზოგადოების წესდების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრი“ 2013 წლის 5 თებერვლის 16:00 საათის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 15 თებერვლიდან 22 მარტის 17:00 საათამდე. მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74-ა T.2220718

დამოუკიდებელი რეგისტრატორის სს „კავკასრეესტრის“ ოფისი .

 

ფინანსური დირექტორი              გ. წიქარიძე