სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2013
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.168.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 26 თებერვალი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური დახმარების
მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი
ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:
ა)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 57 000-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი – სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა;
ბ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს არა უმეტეს 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, საკეისრო მშობიარობის დაფინანსებას მიიღებენ არა უმეტეს 800 ლარის ოდენობისა;
გ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით – ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
დ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით –სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო სტაციონარული და სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2.
მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე)
რეკომენდაცია ტერიტორიული ორგანოდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებული სამედიცინო მომსახურეობამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 2🔗
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, რომლებიც არ იმყოფებიან არცერთ სახელმწიფო პროგრამაში.
1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა)
სტაციონარული მკურნალობისათვის ქიმიოთერაპია, ჰორმონო და სხივური თერაპია 300 ლარამდე სრული ოდენობით, ხოლო 300 ლარიდან 2000 ლარამდე 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ)
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება მოხდეს ოპერაციის ღირებულების 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
მუხლი 3🔗
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.
ერთჯერად 100 (ასი ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ)
შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
საბანკო ანგარიში;
ე)
ცნობა ტერიტორიული ორგანოდან.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 4🔗
სტუდენტების დახმარება
1.
აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება არა უმეტეს 50%-ის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა)
რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და წარჩინებით სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებელში, და რომელთაც აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 57000-მდე.
2.
სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის თანხის ოდენობის და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ)
პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
ე)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
მუხლი 5🔗
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლებისათვის (ვეტერანთათვის):
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი.
ბ)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით;
3.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)
საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)
გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.
თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის ერთჯერადი დახმარება
1.
სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი დახმარება გაიცეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემდეგ კატეგორიებზე:
ა)
სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 57 000-დან 70 000-მდე და ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 80 ლარით.
ბ)
სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომლებსაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 70 001-დან 200 000-მდე დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 100 ლარით.
გ)
იმ მოქალაქეებზე,რომელებიც არ შედიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 8🔗
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა;
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე,
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;
დ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗
შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ინვალიდთა სოციალური დაცვა.
1.
ამ კატეგორიის მოსახლეობის დახმარება მოხდება:
-ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის ერთჯერადად 50%-ის დაფინანსებით არაუმეტეს 500 ლარისა.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
დ)
ცნობა ექიმისგან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე).
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗
მარტოხელა დედების სოციალური დახმარება
1.
ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე;
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე,
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის არსებობის შესახებ;
დ)
შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი;
ე)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1.
კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2.
კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3.
კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4.
კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს თვეში ერთხელ.
5.
კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მუხლი 12🔗
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1.
კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
2.
კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3.
გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შემდეგ კატეგორიებს:
ა)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ამ პროგრამით და განესაზღვროს დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2000 ლარისა.
ბ)
იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც არიან გათვალისწინებული ამ პროგრამით, მაგრამ ესაჭიროებათ პროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ თანხაზე მეტი, განესაზღვროთ დახმარება არაუმეტეს 2000 ლარისა.
მუხლი 13🔗
კომისიის ოქმები და დასკვნები
1.
კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3.
კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4.
კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომრის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 14🔗
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, კომისიის ოქმის და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის- კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
მუხლი 15🔗
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1.
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან.
2.
სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მე4სამე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება- მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.