სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.02.2013
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2013 წლის 26 თებერვალი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის№46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება (დანართი №1), მოხელის დახასიათება (დანართი №2) და საატესტაციო ფურცელი (დანართი №3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი
დანართი №1
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა (კანდიდატთა) კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას.
მუხლი 1🔗
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:
ა)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა;
ბ)
დაკავებულ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;
გ)
მოსამსახურის (კანდიდატის) პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 2🔗
კომისიის შემადგენლობა
1.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2.
კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4.
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5.
მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
6.
საკონკურსო-საატესტაციო
კომისიის შემადგენლობაში
მონაწილეობენ
მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები.
მუხლი 3🔗
კომისიის აპარატი (სამდივნო)
1.
კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს).
2.
კომისიის აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით:
ა)
უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ)
კონკურსანტების განცხადებების მიღებას, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით გაკეთებული განცხადებების ამოღებას.;
გ)
ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
3.
აპარატი კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:
ა)
ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას;
ბ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და სხვა წევრების ცალკეულ დავალებებს;
გ)
უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნას.
4.
აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აპარატის სააქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე;
5.
აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
6.
კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.
მუხლი 4🔗
საპრეტენზიო კომისია
1.
კონკურსის ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია.
2.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
4.
საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
5.
საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
6.
საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
8.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
9.
საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10.
პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის/ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
მუხლი 5🔗.
კონკურსი
კონკურსის გამოცხადება
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამასთანავე, კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 2014 წლის 1 იანვრამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადოს აგრეთვე ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2.
კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა)
შესაბამისი დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები;
ბ)
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
გ)
შესასრულებელი სამუშაო;
დ)
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა;
ე)
განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
ვ)
შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი.
3.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.
4.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
5.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
მუხლი 6🔗
საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, 1014 წლის 1 იანვრამდე აგრეთვე განცხადების წარდენა შესაძლებელია არაელექტრონული ფორმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
ბ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 7🔗
კონკურსის პირობები
1.
კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
საკონკურსო თემატიკა უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ჩატარაბამდე 10 დღით ადრე მაინც.
მუხლი 8🔗
ტესტირება
1.
ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. საკონკურსო თემატიკას კანდიდატის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელი შედეგის რაოდენობა (მინიმალური ზღვარი), რომელიც თნხმდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან.
მუხლი 9🔗
გასაუბრება
კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან მისი პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია გასაუბრების გზით.
მუხლი 10🔗
კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
კომისია კანდიდატების ტესტირების ან/და გასაუბრების შემდეგ, მათ დაუსწრებლად სხდომაზე განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს და გამოაქვს გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗
კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
2.
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3.
კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4.
კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
5.
კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
6.
თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
მუხლი 12🔗
კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13🔗
ატესტაცია
1.
ატესტაცია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.
2.
ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)
კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
3.
ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა)
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
ბ)
მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.
4.
მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
5.
მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ.
მუხლი 14🔗
ატესტაციის მიზანია:
1.
მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
2.
მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება;
3.
საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
4.
მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა;
5.
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
6.
მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
7.
მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
მუხლი 15🔗
ატესტაციის დრო
1.
ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2.
ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და სიღნაღის მუნიციაპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 16🔗
ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1.
ატესტაციას ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
2.
ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი საკადრო სამსახურში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №2). იმავე ფორმას ავსებს და წარადგენს საკადრო სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე (დანართი №3).
3.
მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4.
ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო სამსახური.
5.
ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს ,,სახანძრო-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №374 ბრძანებით დამტკიცებული ნორმატივების ჩაბარებას.
7.
ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
8.
გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
9.
ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
10.
ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
მუხლი 17🔗
მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.
ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მე-11 მუხლით.
2.
ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ)
მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
3.
საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
მუხლი 18🔗
ატესტაციის შედეგები
1.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
2.
ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3.
მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.
4.
ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
6.
თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 19🔗
ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
მოხელის დახასიათება
სახელი, გვარი __________________________________________________________________________
დაკავებული თანამდებობა__________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
დადებითი და უარყოფითი მხარეები
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
წახალისება
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
ხელმოწერა________________________
თარიღი________________________
დანართი №3
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი ____________________________________________________________
დაბადების თარიღი და ადგილი _______________________________________________________
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
___________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
___________________________________________________________________________________________
შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ______________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ______________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია _____________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________
შენიშვნა ___________________________________________________________
კომისიის თავმჯდომარე __________________________
კომისიის წევრები ___________________________
თარიღი ____________________________