სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.02.2013
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 280090030.35.168.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
matsne.gov.ge 409 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2013 წლის 26 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის  ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი დანართი №1 სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით  მიყენებული ზარალისათვის   დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესი ეს პროგრამა განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით  მიყენებული ზარალისათვის   დახმარების გაცემის წესს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მუხლი 1🔗 დახმარება  ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად  მიყენებული მატერიალური ზიანისათვის 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 5000 ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; დ) ცნობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; ე) ცნობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოდან. ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, რომლებიც ხელმძღვანელობენ საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. მუხლი 2🔗 კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს თვეში ერთხელ. 4. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მუხლი 3🔗 კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 4🔗 კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის ოქმი კომისიის თავმჯდომრის  მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 5🔗 დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, კომისიის ოქმისა და  კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.