აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 421 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2013 მიღება
04.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,47 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 28 თებრევალი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავეაბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN   =   IMG   X   ITL  X  C  X  K ,   სადაც: 1.1 CN - არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2 IMG - არის ქალაქ აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად ქალაქ აბაშისათვის უდრის 0,47-ს; 1.3 ITL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქალაქ აბაშისათვის უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება); 1.4  C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი რომელიც უდრის 0,24 ლარს. 1.5 K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დადგინდეს 140-ით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN 0,47 1 0,24 140 15,792 3. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი)  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში  (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით. 4. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ (აბაშა-მარტვილისა და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით. 5. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზრვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით.