შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2013
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
matsne.gov.ge 236 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2013 წლის 28 თებერვალი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები: 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა თანახმად №1 დანართისა; 2. შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა თანახმად №2 დანართისა. მუხლი 2🔗 შუახევის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „ თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის № 363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 შუახევის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე დანართი №1 შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი შუახევის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ჰყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი - მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე - სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ზემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „შუახევი“. დანართი №2 შუახევის მუნიციპალიტეტის დროშა შუახევის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა დროშას სამ ნაწილად ჰყოფს მარჯვნივ გადაბრუნებული ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი. დროშის მარჯვენა ნაწილი - მეწამულია, დროშის დანარჩენი ორი ველი მწვანეა. დროშის პროპორცია 2:3.