⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.08.2014)
გაუქმებულია:

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 11.08.2014
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
matsne.gov.ge 862 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
11.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე რობერტი რუხაძე საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №5 2013 წლის 27 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ’’ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 22-ე მუხ­ლის 1-ლი პუნ­ქტის „თ“ ქვე­პუნ­ქტის და 43-ე მუხ­ლის მე-2 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამ­ტკიც­დეს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ის სა­ხან­ძრო – სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბა (თან ერ­თვის). მუხლი 2🔗 ამ დად­გე­ნი­ლე­ბის ამ­ოქ­მე­დე­ბის დღი­დან ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ჩაით­ვა­ლოს ხო­ნის  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ’’ 2010 წლის 14 სექ­ტემ­ბრის  №21 დად­გე­ნი­ლე­ბა  „ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“. მუხლი 3🔗 დად­გე­ნი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივრ­დეს ხო­ნის რა­ი­ონ­ულ სა­სა­მარ­თლო­ში (ქ. ხო­ნი მ. ხო­ნე­ლის ქ.№17) კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. მუხლი 4🔗 დად­გე­ნი­ლე­ბა ძა­ლა­შია დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.საკრებულოს თავმჯდომარერობერტი რუხაძე დანართი №1 ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხან­ძრო – სა­მაშ­ვე­ლო  სამ­სა­ხუ­რის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზო­გა­დი დე­ბუ­ლე­ბა­ნი 1. ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ობ­ის სა­ხან­ძრო – სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი (შემ­დგომ­ში - „სამ­სა­ხუ­რი“) თა­ვი­სი სტა­ტუ­სით წარ­მო­ად­გენს ად­გი­ლობ­რივ სამ­სა­ხურს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო სამსა­ხუ­რის სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რეა. 2. სამ­სა­ხუ­რი თა­ვის  საქ­მი­ან­ობ­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორგანული კა­ნო­ნით, „სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის შე­სა­ხებ“ და „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნე­ბით, წი­ნამ­დე­ბა­რე დე­ბუ­ლე­ბით, სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო და კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით. 3. სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცია, სტრუქ­ტუ­რა და საქ­მი­ან­ობ­ის წე­სი გა­ნი­საზ­ღვრე­ბა სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბით, რო­მელ­საც ამ­ტკი­ცებს  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო. 4. სამ­სა­ხუ­რი იმ­ყო­ფე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უჯ­ეტ­ის სრულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. 5. სამ­სა­ხუ­რის იურ­იდ­ი­უ­ლი მი­სა­მარ­თია: სა­ქარ­თვე­ლო, ქ. ხო­ნი,  გ. ჭან­ტუ­რი­ას №58  ქუ­ჩა მუხლი 2🔗. სამ­სა­ხუ­რის ძი­რი­თა­დი ამ­ოც­ან­ე­ბი და საქ­მი­ან­ობ­ის სა­ხე­ე­ბი 1. სამ­სა­ხუ­რის ძი­რი­თა­დი ამ­ოც­ან­აა: ა) ხან­ძრის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცია; ბ) ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა; გ) ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უწ­ი­ოს და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბა, ას­ე­ვე სა­ავ­არ­იო - სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. დ) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­იღ­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძრე­ბის, ავ­არ­ი­ებ­ის, კა­ტას­ტრო­ფე­ბის, სტი­ქი­უ­რი უბ­ედ­ურ­ებ­ებ­ი­სა და სხვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ი­ებ­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და და­გეგ­მილ სა­ხან­ძრო - ტექ­ნი­კურ სწავ­ლე­ბებ­ში; ე) შე­სა­ბა­მი­სი ფუნ­ქცი­ებ­ის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ბი­უჯ­ე­ტო სახ­სრე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი და ეფ­ექ­ტუ­რი ხარ­ჯვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. 2. და­კის­რე­ბუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის მიზ­ნით ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო     ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ას უფ­ლე­ბა აქვს: ა) გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­აღმ­ზრდე­ლო, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო და სა­მა­ყუ­რებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტის, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბა­ზე; ბ) დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­იმ­უშ­ა­ოს სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ე­ლი და სა­ხან­ძრო - ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბე­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი; გ) შე­იტ­ან­ოს წი­ნა­და­დე­ბე­ბი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის ღო­ნის­ძი­ებ­ა­თა შეს­რუ­ლე­ბის თა­ობ­ა­ზე; დ) სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით ჩა­ატ­არ­ოს სა­ხელ­წი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობ­ი­ექ­ტის სა­ხან­ძრო - ტექ­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და შე­მოწ­მე­ბა; ე) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­იღ­ოს მშე­ნებ­ლო­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლი (რე­კონ­სტრუ­ირ­ებ­უ­ლი) ობ­ი­ექ­ტე­ბის მიმ­ღე­ბი კო­მი­სი­ის მუ­შა­ობ­ა­ში; ვ) სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნე­ბი­დან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­დახ­ვე­ვის ან ას­ე­თი მოთ­ხოვ­ნე­ბის არ­არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლოს და შე­ით­ან­ხმოს მშე­ნებ­ლო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­არ­აღ­ებ­ის საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცია; ზ) სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის აღ­მო­საფ­ხვრე­ლად სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ობ­ი­ექ­ტებს მი­აწ­ოდ­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­წე­რი­ლო­ბე­ბი; თ) მთლი­ან­ად ან ნა­წი­ლობ­რივ შე­აჩ­ერ­ოს სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობ­ი­ექ­ტე­ბის ექს­პლუ­ატ­აც­ია, თუ გა­მო­ავ­ლენს სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვებს ან მათ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, რაც ქმნის ხან­ძრის გა­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ებ­ას ან/და ემ­უქ­რე­ბა ად­ამ­ი­ან­თა უს­აფრ­თხო­ებ­ას; ი) ნე­ბის­მი­ე­რი პი­რი­სა­გან მი­იღ­ოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ჭი­რო გან­მარ­ტე­ბე­ბი და ცნო­ბე­ბი იმ საქ­მე­ებ­თან და მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ეხ­ე­ბა ხან­ძრებს; კ) და­აკ­ის­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვი­სათ­ვის მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მი­თი­თე­ბე­ბი­სა და დად­გე­ნი­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ან არ­ად­რო­ულ­ად შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. 3. აკრ­ძა­ლუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ე­ბა იმ ობ­ი­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით არ წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ხელ­მწი­ფო ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღმ­დე­გო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ობ­ი­ექ­ტებს; 4. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მუ­შა­ო­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბას და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის სფე­რო­ში კერ­ძო სა­მარ­თლის იურ­იდ­ი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მი­ერ სა­ხან­ძრო უს­აფრ­თხო­ებ­ის მოთ­ხოვ­ნა­თა რე­ალ­იზ­აც­ი­ის, აგ­რეთ­ვე ხან­ძრის თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ი­სა და ჩაქ­რო­ბის მიზ­ნით. მუხლი 3🔗. სამ­სა­ხუ­რის სტრუქ­ტუ­რა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი 1. სამ­სა­ხუ­რის სტრუქ­ტუ­რა­ში შე­დი­ან: დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დგინ­დე­ბა შემ­დე­გი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი: ა) სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი  ბ) მთ. სპე­ცი­ალ­ის­ტი ტექ­ნი­კურ სა­კით­ხებ­ში გ) მთ. სპე­ცი­ალ­ის­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სი­ტუ­აც­ი­ებ­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­კით­ხებ­ში დ) უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი – ცვლის უფ­რო­სი ე) უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი – უფ­რო­სი მძღო­ლი ვ) უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი –მძღო­ლი ზ) უფ­რო­სი სპე­ცი­ალ­ის­ტი მე­ხან­ძრე თ) ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კი– დამ­ლა­გე­ბე­ლი ი) მე­ელ­სმე­ნე ოპ­ერ­ატ­ო­რი 2. სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობს უფ­რო­სი, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათ­ავ­ის­უფ­ლებს ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი. 3. სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: ა) ხელ­მძღვა­ნე­ლობს და წარ­მარ­თავს სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ან­ობ­ას; ბ) ან­აწ­ილ­ებს ფუნ­ქცი­ებს მუ­შა­კებ­ზე; გ) აკ­ონ­ტრო­ლებს მუ­შაკ­თა მი­ერ და­კის­რე­ბულ ფუნ­ქცი­უ­რი მო­ვა­ლე­ობ­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ას; დ) ამ­ზა­დებს და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წა­რუდ­გენს წი­ნა­და­დე­ბებს და მო­საზ­რე­ბებს სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ან­ობ­ის, შტა­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ; ე) ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე შუ­ამ­დგომ­ლობს იმ სამ­სა­ხუ­რის, მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყო­ფა­ზე, რაც აუც­ილ­ებ­ელ­ია სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­შე მდგა­რი ფუნ­ქცი­ებ­ი­სა და ამ­ოც­ან­ებ­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად; ვ) სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლია სა­ბი­უჯ­ე­ტო სახ­სრე­ბის მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზე; ზ) აან­ალ­იზ­ებს ხან­ძრებ­ზე, აგ­რეთ­ვე ავ­არ­ი­ებ­ზე, კა­ტას­ტრო­ფებ­ზე და სხვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ი­ებ­ის  დროს    სამ­სა­ხუ­რის    მუ­შა­ობ­ას,    ახ­ორ­ცი­ელ­ებს    ღო­ნის­ძი­ებ­ებს   მო­რი­გე პერ­სო­ნა­ლის - მე­ხან­ძრე­თა საბრ­ძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ას­ამ­აღ­ლებ­ლად, ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბის და სხვა სტი­ქი­ურ უბ­ედ­ურ­ებ­ა­თა ლიკ­ვი­და­ცი­ის დროს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად; თ) ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას ად­გილ­ზე უშ­უ­ალ­ოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობს სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. მი­სი არ­ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ობ­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი; ი) სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მი­თი­თე­ბე­ბი და გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­სი ხელ­ქვე­ით­ებ­ის­ათ­ვის. 4. ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის მო­რი­გე ჯგუ­ფი უზ­რუნ­ველ­ყოფს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბას, აგ­რეთ­ვე ხან­ძრე­ბის, ავ­არ­ი­ებ­ის, კა­ტას­ტრო­ფე­ბის და სხვა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­აც­ი­ებ­ის ად­გი­ლე­ბი­დან ად­ამ­ი­ან­თა და ქო­ნე­ბის ევ­აკ­უ­აც­ი­ას; 5. სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ობ­ებ­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას, სარ­გებ­ლო­ბენ დად­გე­ნი­ლი ფორ­მის ტან­საც­მლით, რო­მე­ლიც ეძ­ლე­ვათ უფ­ას­ოდ დად­გე­ნი­ლი ნორ­მის ფარ­გლებ­ში. 6.  ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ის სა­ხან­ძრო დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაზ­ღვე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ის სა­ხან­ძრო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ნა­ხი ხარ­ჯთაღ­რიც­ხვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სახ­სრე­ბით; 7. სა­მსა­ხუ­რის და­ფი­ნან­სე­ბა და მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯზე. მუხლი 4🔗. სამ­სა­ხუ­რის ქო­ნე­ბა 1. სამ­სა­ხუ­რის ქო­ნე­ბა შე­ად­გენს: ა) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, სხვა უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ელ­ია სამ­სა­ხურ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად; ბ) დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი და სხვა სა­ხის ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით არ­ის შე­ძე­ნი­ლი; მუხლი 5🔗. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია-ლიკ­ვი­და­ცი­ის წე­სი 1. სამ­სა­ხუ­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია-ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­კით­ხე­ბი რე­გუ­ლირ­დე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. 2. სამ­სა­ხუ­რის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა ხდე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სით.