ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2013 წლის 27 თებერვალი ქ. ხონი |
|
სახანძრო – სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახური იმყოფება ადგილობრივი ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზე.
5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ხონი, გ. ჭანტურიას №58 ქუჩა
ა) ხანძრის თავიდან აცილების ორგანიზაცია;
ბ) ხანძრის ჩაქრობა;
გ) ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა, ხანძრების ჩაქრობა, ასევე საავარიო - სამაშველო სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტში.
დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტექნიკურ სწავლებებში;
ე) შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის უზრუნველყოფა.
2. დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
ბ) დადგენილი წესით შეიმუშაოს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო - ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტები;
გ) შეიტანოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესრულების თაობაზე;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით ჩაატაროს სახელწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო - ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ე) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობა დამთავრებული (რეკონსტრუირებული) ობიექტების მიმღები კომისიის მუშაობაში;
ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილოს და შეითანხმოს მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;
ზ) სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს მიაწოდოს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
თ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
ი) ნებისმიერი პირისაგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, საჭირო განმარტებები და ცნობები იმ საქმეებთან და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ხანძრებს;
კ) დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის მათ შორის, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის თანამდებობის პირთა მითითებებისა და დადგენილებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც ამ დებულების მიხედვით არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
4. ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა რეალიზაციის, აგრეთვე ხანძრის თავიდან აცილებისა და ჩაქრობის მიზნით.
დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი
ბ) მთ. სპეციალისტი ტექნიკურ საკითხებში
გ) მთ. სპეციალისტი სამოქალაქო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში
დ) უფროსი სპეციალისტი – ცვლის უფროსი
ე) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მძღოლი
ვ) უფროსი სპეციალისტი –მძღოლი
ზ) უფროსი სპეციალისტი მეხანძრე
თ) ტექნიკური მუშაკი– დამლაგებელი
ი) მეელსმენე ოპერატორი
2. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს მუშაკებზე;
გ) აკონტროლებს მუშაკთა მიერ დაკისრებულ ფუნქციური მოვალეობების შესრულების მდგომარეობას;
დ) ამზადებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენს წინადადებებს და მოსაზრებებს სამსახურის საქმიანობის, შტატებისა და სტრუქტურის შესახებ;
ე) ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე შუამდგომლობს იმ სამსახურის, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ვ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე;
ზ) აანალიზებს ხანძრებზე, აგრეთვე ავარიებზე, კატასტროფებზე და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის მუშაობას, ახორციელებს ღონისძიებებს მორიგე პერსონალის - მეხანძრეთა საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად, ხანძრების ჩაქრობის და სხვა სტიქიურ უბედურებათა ლიკვიდაციის დროს ორგანიზებულობის გასაუმჯობესებლად;
თ) ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. მისი არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) სამსახურის უფროსის მითითებები და განკარგულებები სავალდებულოა შესასრულებლად მისი ხელქვეითებისათვის.
4. ხანძრის ჩაქრობის მორიგე ჯგუფი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მომხდარი ხანძრების ჩაქრობას, აგრეთვე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციას;
5. სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევათ უფასოდ დადგენილი ნორმის ფარგლებში.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის მომსახურეთა სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის შესანახი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით;
7. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.
ა) შენობა-ნაგებობები, სხვა უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ბ) დამხმარე ნაგებობები და სხვა სახის ქონება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით არის შეძენილი;
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება დადგენილი წესით.