ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 04.04.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.116.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,3 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 1 მარტი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,სახელმწიფოს
და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №
603 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗.
1. ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG XITL X C XK, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. ცაგერის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქ. ცაგერში ზონირება არ ხორციელდება);
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ცაგერში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN
0,3
1
0,24
30
2,16
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,08 ლარს.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს – 0,54 ლარს.
5. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.