ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2013
ძალის დაკარგვა 04.11.2013
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,32 | 0,9 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.05.2012
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2013 წლის 28 თებერვალი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 08 მაისის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16.05.2012წ, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016115) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ”.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
ქ. ამბროლაურში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;
გ)
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქ.ამბროლაურის შუალედური ზონისთვის –1-ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის –0,9-ს;
დ)
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 189–ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის–130–ს და ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის–101–ს;
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1,1
0,24
189
15,97
3.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
1
0,24
130
9,98
4.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,32
0,9
0,24
101
6,98
5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,99 ლარს.
6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,49 ლარს.
7.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 4,99 ლარით.
დანართი №2
ქ. ამბროლაურის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
1
ვაჟა-ფშაველას ქუჩა-№1დან №37-ის ჩათვლით, მ. კოსტავას ქუჩა, ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა - მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა- კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- №9-დან №12ა -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა-დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ. გამსახურდიას №02 ჩიხი.
1,1
შუალედური ზონა
2
ა. შიშინაშვილის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა- ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- №9-დან №38-ის ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა- №9-დან -№88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა- დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა- ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის- ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა- გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან დიმიტრი ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №37- დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე, ვაჟა ფშაველას ქუჩა- №01 -დან სოფ. ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.
1
პერიფერიული ზონა
3
რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა-ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის №20-ის ჩათვლით, ექვთიმე აღმსარებლის ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა- №88-დან №59-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- № 13- დან № 22-ის ჩათვლით, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა- თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა- წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით, შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა- №33-დან №49-ის ჩათვლით, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა- №16-დან № 18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის 02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.
0,9