⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 02.03.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.104.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 554 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
02.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 ქ. წალენჯიხა ქ. ჯვარი
2 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი და  თემები  (გარდა ჯგალის თემის სქურის უბნისა)
3 ჯგალის თემის სქურის უბანი
4 ტყის მიწები  (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით)
6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2013 წლის 27 თებერვალი ქ.წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე  ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის  №50 დადგენილების შესაბამისად  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №15 დადგენილება.(სსმ, 02/04/2012,   სარეგისტრაციო კოდი:200130000.35.104.016092). მუხლი 3🔗 დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. მუხლი 4🔗 დადგენილება  გამოქვეყნდეს  საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი  წესით.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი №1 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗     საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით),  რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2–ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა  საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 3’ ნაწილით გათვალისწინებული  შემთხვევისა,ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).  ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 19.00 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 15.00 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)  და საკარმიდამო 67.00 4  ტყის მიწები  (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) 33.50 6 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) 3.00 მუხლი 5🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების  გადასახადის წლიური  განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი  ოდენობით ლარებში: № ტერიტორია ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი გადასახადის განაკვეთი 1 ქ. წალენჯიხა ქ. ჯვარი 0.37 0,24 0,0888 2 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი და  თემები  (გარდა ჯგალის თემის სქურის უბნისა) 0.185 0,24 0.0444 3 ჯგალის თემის სქურის უბანი 0.296 0,24 0.0710 მუხლი 6🔗. გადასახადისაგან გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​1“ და „ჰ​2“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე შესაბამისი დასაბეგრი ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი); მუხლი 7🔗 ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი  შესაბამისი, დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია   საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.