📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 06.11.2013
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.104.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 480 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
06.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
IMG I TL
0.37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2013 წლის 27 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული  ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის N603 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშ-ნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 იანვრის N2 დადგენილება (სსმ, 07/02/2012,   სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.104.016079). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი N1       წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 1.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი / შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“/ დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn= IMG x I TL x C x K         სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის               ნორმატიული ფასი. ბ) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის               ნორმატიული ფასი. გ) I TL–  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1–ს /რადგან წალენ–             ჯიხაში ზონირება არ ხორციელდება/; დ) C– არის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე          დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე) K –არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნე–          ლობა უდრის 100–ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების  1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი     განისაზღვროს:  IMG I TL C K Cn  /ლარი/ 0.37 1 0.24 100 8.88 ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით / 4.44 ლარი/. გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში  – ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50% ოდენობით / 4.44 ლარი/. დ) წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.  რადიუსში (ორივე მხარეს)   მდებარე არეალში – ამ დადგენილების  მე–2  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით / 4.80 ლარი/; ე) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N55 ბრძანებით  განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი   მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის    რადიუსში /თითოეულ მხარეს/ –– ამ დადგენილების მე–2 პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55% ოდენობით / 4.80 ლარი/; ვ) სოფ. ჯგალის სქურის უბანში ––  ამ დადგენილების მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილი ფასის 80%–ის ოდენობით  / 7.10 ლარი/.