ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების ან ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 04.04.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.116.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების ან ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 1 მარტი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების ან ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა, თანახმად №3 დანართისა.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა, თანახმად №4 დანართისა.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №17 დადგენილება ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათი სტრუქტურული ერთეულების ან ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ “.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი