წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.02.2013
ძალის დაკარგვა 03.12.2013
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,340 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
03.12.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2013 წლის 27 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი“,  მოხელის დახასიათება და  საატესტაციო ფურცელი  თანდართული დანართების  შესაბამისად. (დანართი №1, №2, №3). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი №1 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო  მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო  ეს წესი ვრცელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  (კანდიდატებზე). იგი  არეგულირებს კონკურსისა და ატესტაციის პირობებს  და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას. თავი II კომისია მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის საქმიანობის მიზანია: დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა. მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა 1. საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თვმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს შემდეგი წესით: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით; ბ) მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი გაერთიანების წინადადებით; გ) კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ მეცნიერები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კვალიფიციური იურისტები, სახლმწიფო მართვის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა  და სხვა დამოუკიდებელი სპეციალისტები. დ) ის მოხელე, რომლის ატესტირებაც უნდა მოახდინოს კომისიამ, არ შეიძლება შედიოდეს კომისიის შემადგენლობაში. მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება–მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება ჩანაწერი. 5. კომისიას აქვს ბეჭედი, შტამპი, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ბლანკი, კომიისის ბლანკი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით,კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისია. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები ( მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/ და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4.  საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში.მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება სამ დღეში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო- საატესტაციო კომისიას. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო- საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო- საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 7🔗. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის აპარატი ( სამდივნო ) 1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის აპარატს (სამდივნოს) (შემდგომში – აპარატი). 2. აპარატი კომისიის საქმიანობის ორგანიზების მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსისა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კონკურსანტების განცხადებების მიღებას; გ) ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; 3. აპარატი კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით: ა) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს; გ) უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და სათანადო კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას. 4. აპარატის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 5. აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისთვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე. 6. კონკურსის ან ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას. თავი III კონკურსი მუხლი 8🔗. კონკურსის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია: ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 9🔗. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრიციპებია: ა) ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრეტენდენტისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 10🔗. კონკურსის გამოცხადება 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანსიის ან საკრებულოს აპარატში ვაკანსიის არსებობის ან/და ვაკანსიის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების ან/და საკრებულოს აპარატში შტატის დამატების შესახებ. 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიის არსებობის ან/და ვაკანსიის დამატების საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თვმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის არსებული ან/და დასამატებელი თანამდებობის საჭიროების დასაბუთება. საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ვაკანსიის გამოცხადების ან/და შტატის დამატების შესახებ და წარუდგენს კომისიას. 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებას მომზადებასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს კომისია. შეტყობინება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელება; ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები; გ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; დ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენის ვადა; ე) კომისიის მისამართი. 4. კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს 10 დღისა  კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან. 5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 11🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სახელზე; ბ) ავტობიოგრაფია (CV); გ) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მოთხოვნების შესაბამისად); დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ; ვ) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3 X 4). ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ. მუხლი 12🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ტესტირება ან/და გასაუბრება. 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ტესტირების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მისაღები ქულების მინიმალურ ზღვარს, რომელიც არ უნდა იყოს სერთო მისაღები ქულების 50 პროცენტზე ნაკლები. 4. კონკურსის პროგრამას, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო- საატესტაციო კომისია საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელთან  შეთანხმებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1. კომისია კანდიდატების ტესტირებისა ან/და გასაუბრების  შემდეგ თავის სხდომაზე  საკითხს განიხილავს კანდიდატთა  დაუსწრებლად. 2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს. მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგები 1. კონკურსის  დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე–5 მუხლის შესაბამისად. 2. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო- საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 3.  კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს–კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. მუხლი 15🔗. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების საფუძვლები 1. თუ კანდიდატის მიერ ტესტირებაზე მიღემული შედეგები არ აღემატება ან არ უტოლდება დებულებით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს. 2. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება. მუხლი 16🔗. კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შედეგები კონკურსის ჩაშლის შესახებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა ცხადდება ახალი კონკურსი. მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV მოხელის ატესტაცია მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ ( საატესტაციო პერიოდი) ; ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისთვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტაციას. 3.  მოხელე, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ”, „გ”, „ე” და „ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ატესტაციას გადის უფლებამოსილების აღდგენიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. მუხლი 19🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 20🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაციის პრიციპებია: ა) ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; დ) საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო- საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; ე) კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის მიერ; ვ) კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 21🔗. ატესტაციის დრო 1. საკრებულოს აპარატში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი საკონკურსო–საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით. 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიასა და ჩატარების გრაფიკს ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს გამგეობის საკადრო სამსახური (განყოფილება), და საკონკურსო–საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი. 5. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 22🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო- საატესტაციო კომისია. 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი  № 2). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების საკადრო სამსახური. 5. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება ან/და გასაუბრება. 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო - საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას   მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან   შესაბამისობის დადგენის  მიზნით,  კომისია  ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად    და უსვამს მას კითხვებს მის  სამსახურებრივ  მოვალეობასთან  დაკავშირებულ  საკითხებზე. მუხლი 23🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე–5 მუხლის შესაბამისად. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადება მოხელისათვის საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 24🔗. ატესტაციის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები (დანართი №3). 3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას. 4. ატასტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ, ატესტაციის დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში. 6. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დამნიშვნელ პირს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან. მუხლი 25🔗. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2  მოხელის დახასიათება სახელი, გვარი  ................................................................................................................................................................................ დაკავებული თანამდებობა   ............................................................................................................................................................... სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი . ................................................................................................................................. საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება .......................................................... პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები  ......................................................................................................................................... დადებითი და უარყოფითი მხარეები ....................................................................................................................................................... წახალისება ................................................................................................................................................................................................... დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ......................................................................................................................................... წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ  ...........................................................................................................................................................................                    ხელმოწერა  ....................................................                   თარიღი  ..................................................... დანართი №3 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი  ...............................................................................................................................................................  დაბადების თარიღი და ადგილი....................................................................................................................................................... დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი  ................................................................................................... თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება  ................................................................................................. განათლება  (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ..................................................................................................................... ................................................................................................................................................................................................................... სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება  ................................................................................................................................... შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) . ....................................................................................................................... საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დასკვნა  ............................................................................................................................. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია   .............................................................................................................. ..................................................................................................................................................................................................................   შენიშვნა  ............................................................................................................................................................................................. ............................................................................................................................................................................................................... კომისიის თავმჯდომარე: ................................................... კომისიის წევრები : ................................................................          თარიღი      .................................... ...........................................