სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.02.2013
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2013 წლის 27 თებრევალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის დამატებითი (მინიმალური და სპეციალური) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
ა.ა) უმაღლესი განათლება;
ა.ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ა.გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:
გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში:
გ.ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);
გ.ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილების, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი).
დ) სპეციალური მოთხოვნები:
დ.ა) კომუნიკაციის უნარი;
დ.ბ) ანალიტიკური აზროვნება;
დ.გ) მართვის უნარი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემურად შამათავა
დანართი №1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
1.
საქართველოს კონსტიტუცია;
2.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
3.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
4.
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
5.
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
6.
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
7.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
8.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.