საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველო დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2013
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №141
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,009 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2013 მიღება
01.10.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველო დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №141 2013 წლის 1 მარტი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველო დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს  დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის  მთავარი სამმართველოს სტატუსი და ანგარიშვალდებულება  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. მთავარი სამმართველოს  საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები თავისი საქმიანობის პროცესში მთავარი სამმართველო  ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით.  თავი II ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები მუხლი 3🔗. ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს  ძირითადი ამოცანები  მთავარი სამმართველოს  ძირითადი ამოცანებია: ა) დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორში მოთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის, იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორების მუშაობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება; გ) ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა; დ) სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ცალკეული გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დაცვის მონიტორინგი.  თავი III ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს  ხელმძღვანელობა და სტრუქტურა მუხლი 4🔗. მთავარი სამმართველოს  უფროსი  1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს  უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი სამმართველოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის წესს; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს ან დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს მთავარი სამმართველოს  თანამშრომელთა შესაბამის კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს მთავარი სამმართველოს სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს მთავარი სამმართველოს  დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აუცილებლობის შემთხვევაში მთავარი სამმართველოს ნებისმიერი დანაყოფიდან ამოიღებს საქმეს და ავალებს მის წარმოებას მთავარი სამმართველოს სხვა დანაყოფს ან ცალკეულ თანამშრომლებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობისა ან/და შესაბამისი დანაყოფის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; კ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან; ლ) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან), მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; მ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ნ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება მთავარი სამმართველოს კომპეტენციას; ო) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს ანგარიშს მთავარი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე  1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას უფროსის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს  სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მთავარ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურა  მთავარი სამმართველოს დანაყოფებია: ა) მონიტორინის სამმართველო; ბ) ქ. თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო); გ) ქ. თბილისის და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამმართველო) (ქ. თბილისი); დ) აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) (ქ. ბათუმი); ე) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (განყოფილება) (ქ. გორი); ვ) ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (განყოფილება) (ქ. რუსთავი); ზ) კახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) (ქ. თელავი); თ) იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი (განყოფილება) (ქ. ქუთაისი); ი) სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი  (განყოფილება) (ქ. ზუგდიდი). თავი IV ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია მუხლი 7🔗. მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენცია მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის კონტროლი; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით იზოლატორის მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა; ა) იზოლატორის მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება იზოლატორში მოთავსებულ პირთა  უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება; ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების განხორციელებისა და  საყოფაცხოვრებო  პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება; გ) იზოლატორის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება,  მისი ანალიზის რეგულარულად განხორციელება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება  ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; დ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ე) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საერთო ანგარიშის შედგენა (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) მონიტორინგის მიზნით თანამშრომლობა სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანოებთან.  ზ) ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  ხელმძღვანელობის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;  თ) მონიტორინგის შედეგად  დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ხელმძღვანელს წარუდგინოს რეკომენდაცია  მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ;   ი) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 8🔗. იზოლატორების კომპეტენცია იზოლატორების კომპეტენციაა: ა) დროებითი მოთავსების იზოლატორებში კანონმდებლობის შესაბამისად დაკავებულ პირთა დროებითი განთავსების უზრუნველყოფა; ბ) იზოლატორების უფლებამოსილება განისაზღვრება დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპიური დებულებით, იზოლატორების შინაგანაწესითა და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციით; გ)  განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.