,,იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას”
მიღების თარიღი 28.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-15/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| სამკურნალო საშუალების დასახელება | რაოდენობა (სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) |
| მორფინი | 30 მგ |
| ტრამადოლი | 500 მგ |
| დიაზეპამი | 0.2 გრ. |
| ფენობარბიტალი | 1 გრ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-15/
ნ
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
იმ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალისა და რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისა
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 9 იანვრის №4/ნ ბრძანება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალისა და რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით რეისების შესრულებისას“.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის საერთაშორისო რეისების შესრულებისას
სამკურნალო საშუალების
დასახელება
რაოდენობა
(სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)
ნარკოტიკული საშუალება
მორფინი
30 მგ
ტრამადოლი
500 მგ
ფსიქოტროპული ნივთიერებები
დიაზეპამი
0.2 გრ.
ფენობარბიტალი
1 გრ