„საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №6 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,.1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება“.
ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება.“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებსა და ფინანსთა სამინისტროს რეგიონულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და ფინანსთა სამინისტროს (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“;
დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ორგანოების მუშაკთა წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;“;
ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) ორგანიზებას უწევს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ავალებს მათ დეპარტამენტის დაქვემდებარებაში სხვა სამმართველოების წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებას;“;
გ) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე, ზოგად, თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;“;
ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ვ) მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და დაზვერვის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და გამოძიების ჩატარების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს რეგიონულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; ფინანსთა სამინისტროს (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;
ბ) სამმართველოს პროკურორები;
გ) დეპარტამენტის მრჩევლები;
დ) დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ე) დეპარტამენტის სპეციალისტი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებსა და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;
ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
თ) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს;
ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;
კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;
ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;
მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ნ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;
ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;
პ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.“;
გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უზრუნველყოფენ ოპერატიული საქმიანობის სამართლებრივ ანალიზს იმ უწყებებში, რომლებზეც დეპარტამენტი ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;“.
|