დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დადებულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა იმ დღიდან, როდესაც გადაცდომის შესახებ ცნობილი გახდა უფლებამოსილი ორგანოსათვის (თანამდებობის პირისათვის). აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა