საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 11.07.2012
ძალაში შესვლა 01.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №5/15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
matsne.gov.ge 2,190 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.07.2012 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
"კომპეტენტური ორგანოები": - საქართველოს მხარისათვის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, - მოლდავური მხარისათვის
მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დასახელების ან ფუნქციების ცვლილების შემთხვევაში, დიპლომატიური არხებით დაუყონებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამის შესახებ.
მუხლი 2
,,ნებართვა”
ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უფლებას აძლევს ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა/გამოსვლაზე ან ამ ტერიტორიის ტრანზიტად გავლისათვის.
მუხლი 2

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში "მხარეებად" წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა მხარეთა სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობით, მიისწრაფვიან გააადვილონ საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განხორციელება მხარეთა სახელმწიფოთა შორის და მათ ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მხარეები შეთანხმდნენ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე და მათი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყონ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობას, ორმხრივი და სატრანზიტო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებისა და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას მხარეთა სახელმწიფოთა შორის და მათ სახელმწიფო ტერიტორიებზე ტრანზიტით გავლისას, ასევე მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებიდან და ამ მიზნებისათვის განსაზღვრონ აღნიშნული გადაზიდვების განხორციელების წესი. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაზიდვები ხორციელდება ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გზებზე, რომლებიც ღიაა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის. 3. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთა მონაწილეებიც ისინი არიან. მუხლი 2🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები ნიშნავს: 1. "გადამზიდველი" - ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც თავისი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა ან ტვირთის გადაზიდვა. 2. "ავტოსატრანსპორტო საშუალება": a) ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება განკუთვნილი ტვირთების გადაზიდვებისათვის ან კომბინირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია და გამოიყენება მხოლოდ ტვირთების გადაზიდვისათვის; b) ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად, რომელიც თავისი კონსტრუქციით და აღჭურვილობით გამოიყენება მძღოლის ჩათვლით ცხრაზე მეტი ადამიანის გადასაყვანად. 3. "მისაბმელი" - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებისათვის. 4. "ნახევარმისაბმელი" - ნებისმიერი მისაბმელი, რომელიც ავტომობილზე იმგვარად არის მიერთებული, რომ მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს, მისი მასის და მასში მოთავსებული ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ავტოსატრანსპორტო  საშუალებაზე. 5. "კომპეტენტური ორგანოები": - საქართველოს მხარისათვის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტრო და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, - მოლდავური მხარისათვის – მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დასახელების ან ფუნქციების ცვლილების შემთხვევაში, დიპლომატიური არხებით დაუყონებლივ აცნობებენ ერთმანეთს ამის შესახებ. 6. ,,ნებართვა” – ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უფლებას აძლევს ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა/გამოსვლაზე ან ამ ტერიტორიის ტრანზიტად გავლისათვის. 7. ,,რეგისტრაცია~ - სახელმწიფოების მოქმედი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება. 8. ,,რეგულარული სამგზავრო გადაყვანები" - გადაყვანას რომელიც ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით, დამტკიცებული ტარიფებით და განსაზღვრულ მარშრუტზე დადგენილი გაჩერების პუნქტების მითითებით. რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების პირობები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.  9. "არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა" - სამგზავრო გადაყვანას, რომლის განხორციელების პირობები განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შემკვეთსა და გადამზიდველს შორის. 10. ,,ტრანზიტი~ - ტვირთის გადაზიდვა (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანა (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდველის მიერ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყანაში ან პირიქით. 11. "კაბოტაჟი" - ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა/გადაყვანა გადამზიდველის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 12. "სახიფათო ტვირთი" - ტვირთი, რომელიც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო, მათ შორის ნივთიერება, მისი ნაკეთობები, მასალები, საწარმოო საქმიანობის ნარჩენები, რომლებმაც თავისი  დამახასიათებელი თვისებების გამო გადაზიდვისას შეიძლება შექმნან საფრთხე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მიაყენონ ზიანი გარემოს, გამოიწვიონ  მატერიალური ფასეულობების დაზიანება ან განადგურება და რომლებიც არ დაიშვებიან გადაზიდვისათვის ან დაიშვებიან მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პირობების დაცვით. მუხლი 3🔗 1. მხარეთა სახელმწიფოების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს უნდა გააჩნდეთ  იმ  ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობები, რომლებსაც ისინი მართავენ. 2. ნებართვა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოითხოვება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, თან უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს და მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მხარეების სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ კომპეტენტურ ორგანოებს.   3. მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება მესამე პირების მიმართ მიყენებული ზარალისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით. გადამზიდველი ვალდებულია წინასწარ დააზღვიოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ასრულებს ზემოაღნიშნულ გადაყვანა-გადაზიდვას.  4. სასაზღვრო, სატრანსპორტო, სანიტარულ-საკარანტინო, ვეტერინარული  და ფიტოსანიტარული კონტროლი და საბაჟო პროცედურების ჩატარება იმ პირების გადაყვანისას, რომლებსაც ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, აგრეთვე ცხოველების და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვისას ხორციელდება ურიგოდ. 5. წინამდებარე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, მათი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ყოველი ცვლილების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე. მუხლი 4🔗 1. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება ნებართვების საფუძველზე. 2. მგზავრთა რეგულარული გადაყვანისათვის, რომელიც ხორციელდება ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის  გავლით (ტრანზიტი) მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საჭიროებს ნებართვას ან წერილობით თანხმობას, გაცემულს იმ მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხორციელდება რეგულარული გადაყვანები, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს განაცხადის საფუძველზე. 3. ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: a) გადაზიდვის სახეობას; b) გადამზიდველის დასახელებას; c) მარშრუტს გასვლის და დანიშნულების ადგილის და შუალედური გაჩერებების მითითებით; d) ნებართვის მოქმედების ვადას. 4. ნებართვა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელიც გადამზიდველის მიერ ეგზავნება მისი რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და შემდეგი საბუთების თანხლებით: a) რეგულარული მარშრუტის სქემა; b) ავტობუსის (ავტობუსების) რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობის განრიგი, სადაც მითითებული იქნება: i) საწყისი, შუალედური და საბოლოო გაჩერების პუნქტები, ასევე ავტობუსის (ავტობუსების) მიმოსვლის მარშრუტზე სახელმწიფოების საზღვრებზე საავტომობილო გამშვები პუნქტები; ii) მხარეთა სახელმწიფოების საზღვრებზე საავტომობილო გამშვებ და გასაჩერებელ პუნქტებზე ავტობუსის (ავტობუსების) მოსვლის, გაჩერებისა და გასვლის დრო; iii) მანძილი პირდაპირი მიმართულებით რეგულარული მარშრუტის საწყის და საბოლოო პუნქტებს შორის;  iv) გადამზიდველების მიერ განხორციელებული რეისების რეგულარობა და პერიოდულობა; c) მგზავრების გადაყვანის ტარიფები გადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში. 5. ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის სარეკომენდაციო წერილს, რომელშიც მოცემულია წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. თანხმობის შემთხვევაში მხარის კომპეტენტური ორგანო ერთი თვის ვადაში გასცემს ნებართვას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამავალ მონაკვეთზე. უარის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს ერთი თვის ვადაში აცნობებს ამის შესახებ. 6. ნებართვა და დანართი უნდა იყოს ხელმოწერილი და დამოწმებული კომპეტენტური ორგანოს ბეჭდით, რომელმაც ის გასცა. 7. დაზიანებული ავტობუსის შეცვლა სხვა ავტობუსით არ საჭიროებს ნებართვას. 8. რეგულარული გადაყვანის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან შესაბამის ნებართვებს ყველა საჭირო დანართებთან ერთად. 9. კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც გასცემს ნებართვას რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე, მისი გაუქმება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი არ ასრულებს მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც იქნა გაცემული ნებართვა, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. 10. გადამზიდველზე გაცემული ნებართვის გადაცემა მესამე პირისთვის აკრძალულია. 11. მომსახურებაზე მოთხოვნის არარსებობის ან არასაკმარისი მოთხოვნის შემთხვევაში, გადამზიდველმა ნებართვის გაუქმების თაობაზე წერილობით უნდა აცნობოს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, გადაზიდვების შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე. 12. გადაზიდვების განხორციელებაზე უარის განმცხადებელი გადამზიდველის რეგისტრაციის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ერთი თვის ვადაში წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 5🔗 1. არარეგულარულ სამგზავრო  გადაყვანებზე   ნებართვები არ მოითხოვება. 2. არარეგულარულ სამგზავრო  გადაყვანებს მიეკუთვნება: a) ტური დახურული კარით - გადაყვანა, რომლის დროსაც მგზავრთა ჯგუფის ერთი და იგივე შემადგენლობა მთელი მგზავრობის მიმდინარეობისას გადაიყვანება ერთი და იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებით და მისი დაბრუნება ხდება რეგისტრაციის სახელმწიფოში. b) გადაყვანები, რომელთა დროსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება  დანიშნულების პუნქტში გამგზავრებას ახორციელებს მგზავრებით და უკან ბრუნდება ცარიელი. c) გადაყვანები, რომელთა მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალება დანიშნულების პუნქტში მიემგზავრება ცარიელი და უკან ბრუნდება მგზავრებით, იმ პირობით, რომ მგზავრები ადრე გადაყვანილი  იყვნენ ამავე გადამზიდველის მიერ. 3. ნებართვები ასევე არ მოითხოვება: a) გაუმართავი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლისას; b) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცარიელი გარბენის შემთხვევაში, როცა ისინი მიემართებიან მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში მწყობრიდან გამოსული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაცვლელად, ასევე ცარიელი გარბენი სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც რემონტის შემდგომ ბრუნდებიან უკან; c) სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ახალი ან მეორადი მოხმარების)   პირველი ცარიელი გარბენისას, რომლებსაც გააჩნიათ მხარის სახელმწიფოს, ან ნებისმიერ ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული საექსპორტო-სარეგისტრაციო ნომრები და თუ ეს გარბენი მიმართულია მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიისაკენ, სადაც მოხდება მოცემულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია. d) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა დანიშნულებასაც წარმოადგენს სამაშველო და აღდგენითი სამუშაოების შესრულება. 4. არარეგულარული სამგზავრო  გადაყვანები უნდა განხორციელდეს საკონტროლო დოკუმენტის თანხლებით. 5. არარეგულარული სამგზავრო  გადაყვანების პროცესში იკრძალება საკონტროლო დოკუმენტში მითითებული მგზავრების გარდა სხვა მგზავრების ჩასხდომა, 6. საკონტროლო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: a) გადაყვანის სახე; b) მარშრუტი; c) გადამზიდველი (გადამზიდველები); d) მგზავრთა სრული სია; e) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი. მუხლი 6🔗 ტვირთების გადაზიდვა ორმხრივად, ტრანზიტით, მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან ხორციელდება ნებართვების საფუძველზე.  ნებართვა მოქმედია ავტოსატრანსპორტო საშუალების ცარიელ ან დატვირთულ გარბენისათვის ორივე მიმართულებით. მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ ნებართვების რაოდენობას (კვოტა), რომელიც მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვები (ორმხრივი, ტრანზიტი, მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან). ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრის ჩათვლით.   მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმების მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მხარეები ყოველწლიურად მომდევნო კალენდარული წლის დაწყებამდე ცვლიან შეთანხმებული რაოდენობის ნებართვებს მუხლი 8🔗 1. წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლში აღნიშნული ნებართვები არ ესაჭიროება შემდეგ გადაზიდვებს: a) ტვირთის გადაზიდვას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მაქსიმალური მასა მისაბმელის ჩათვლით არ აღემატება 6 ტონას ან მაქსიმალური ტვირთამწეობა მისაბმელის ტვირთამწეობის ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას; b) ტვირთების გადაზიდვას სამოქალაქო აეროპორტიდან სხვა აეროპორტში თვითმფრინავის ავარიის ან ნებისმიერი უბედური შემთხვევის, კურსის შეცვლისას იძულებითი დაფრენის ან საგანგებო მდგომარეობის, რეისების გადადების შემთხვევაში. c) დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების; d) გარდაცვლილების; e) ფოსტის; f) ბაზრობის და საგამოფენო ტვირთების; g) დეკორაციების და სხვა ტვირთების გადაზიდვას, რომლებიც განკუთვნილია თეატრისთვის, მუსიკალური და კულტურული ღონისძიებებისათვის, საცირკო წარმოდგენებისათვის, ფილმების ჩვენებისათვის, რადიო და ტელეგადაცემებისათვის; h) სტიქიური უბედურების შემთხვევაში დახმარების სახით მედიკამენტების და სხვა მასალების გადაზიდვას; i) მოძრავი ქონების გადაზიდვას მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გადასახლებისას; j) პირველ ცარიელ გარბენს იმ ახლად შეძენილი (ახალი ან მეორადი მოხმარების) სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გააჩნიათ მხარის სახელმწიფოს, ან ნებისმიერი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული საექსპორტო-სარეგისტრაციო ნომრები და თუ ეს გარბენი მიმართულია მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიისაკენ, სადაც მოხდება მოცემულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია. 2. ნებართვა არ მოეთხოვება: a) სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც  მიემართებიან ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით; b) ცარიელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მიემართებიან დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაცვლად გადაზიდვის განხორციელების მიზნით; c) ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სხვა მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად გადაადგილებისას. 3. მძღოლს უნდა ჰქონდეს  იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ გადაზიდვა, რომელსაც ის ახორციელებს არის ერთ-ერთი ზემოჩამოთვლილი გადაზიდვების სახეობიდან. მუხლი 9🔗 1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული, სატვირთო გადაზიდვა უნდა შესრულდეს მხოლოდ იმ გადამზიდველის მიერ, რომელიც თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად დაშვებულია საერთაშორისო გადაზიდვების განსახორციელებლად. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვა, უნდა ჰქონდეთ თავისი სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები. მისაბმელებს და ნახევარმისაბმელებს შეიძლება ჰქონდეთ სხვა სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები იმ პირობით, რომ სატვირთო ავტომობილს ან ავტომობილ-საწევარს ექნება წინამდებარე შეთანხმების მხარეების სახელმწიფოების სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები. მუხლი 10🔗 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა, ღერძზე მოსული დატვირთვისა და გაბარიტების ჩათვლით უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს და არ უნდა აჭარბებდეს მიმღები ქვეყნის  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. 2. მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით მასაზე და/ან გაბარიტებზე გათვალისწინებული შეზღუდვების გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებელია გადამზიდველს ჰქონდეს შესაბამისი საბუთი, რომელიც გაცემულია  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მხარის უფლებამოსილი უწყების მიერ. მუხლი 11🔗 სახიფათო ტვირთების გადაზიდვა განხორციელდება მხარეთა  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა  და  საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მუხლი 12🔗 მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისას კაბოტაჟი აკრძალულია. მუხლი 13🔗 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რეგისტრირებულნი ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას და რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე თავისუფლდებიან საერთო სარგებლობის გზების გამოყენებისათვის დაწესებული გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებიც დადგენილია მიმღები მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, გარდა: a) მოსაკრებლებისა, ფასიანი გზების ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის (კომერციული გზებით, ხიდებით და გვირაბებით სარგებლობის ბაჟი), ალტერნატიული უფასო გზების არსებობისას; b) მოსაკრებლებისა, რომლებიც დაწესებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების წონაზე, დატვირთვაზე და გაბარიტებზე იმ მხარის სახელმწიფოს  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გადაჭარბების შემთხვევაში, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა. 2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლისგან თავისუფლდება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანილი შემდეგი მასალები: a) საწვავი, მოთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ, მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზებში, b) საცხებ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალები, იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გადაზიდვის განხორციელებისას, с) სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმდინარე რემონტისათვის ან აუცილებელია მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის. ინსტრუმენტები და გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან გატანას. მუხლი 14🔗 1. მხარეთა სახელმწიფოების გადამზიდველები და მათი ეკიპაჟები ვალდებულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვან მოვალეობანი, რომლებიც გამომდინარეობენ: a) იმ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლის მონაწილეებიც არიან მათი სახელმწიფოები; b) წინამდებარე შეთანხმებიდან; c) იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან. 2. თუ გადამზიდველი, რომელიც დარეგისტრირებულია ერთი მხარის სახელმწიფოში, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას არღვევს იმ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას ან წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, კომპეტენტურმა ორგანომ, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევა, უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მიიღებს ამ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს. მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს მიღებული სანქციების შესახებ. 3. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე შეთანხმებით და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეებიც არიან ორივე მხარის სახელმწიფოები, გადაწყდება თითოეული მხარის სახელმწიფოს  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. მუხლი 15🔗 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დანერგვასა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავების აღმოფხვრის მიზნით ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ შერეული კომისია. 2. შერეული კომისია იკრიბება ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით. 3. შერეული კომისიის კომპეტენციას აგრეთვე განეკუთვნება: a) მგზავრთა გადაყვანისათვის საჭირო ნებართვების გაცემისა და გამოყენების  პროცედურებისა და პირობების შეთანხმება; b) ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ნებართვების სახეობების, რაოდენობისა და მათი გამოყენების პირობების შეთანხმება; c) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა; d) წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა. მუხლი 16🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 17🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 18🔗 1. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესრულებულია 2012 წლის 11 ივლისს ქ. ბათუმში, ორ დედნად, თითოეული მოლდავურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით