„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის №237 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №47 |
|
2013 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №752 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თანდართული დებულება.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის N752 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებამოსილება. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქუჩა №7.
1. ცენტრის მიზნები და ფუნქციებია:
ა) ზოგადი მიზნები და ფუნქციებია:
ა.ა) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება;
ა.ბ) საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა;
ა.გ) ფართო საზოგადოების უზრუნველყოფა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ხელმისაწვდომი საინფორმაციო მასალით;
ბ) კონკრეტული მიზნები და ფუნქციებია:
ბ.ა) საქართველოსა და ნატოს წევრ და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა;
ბ.ბ) მოსახლეობის ინფორმირება ნატო-საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის, ნატო-საქართველოს კომისიის და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ;
ბ.გ) საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა;
ბ.დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;
ბ.ე) ევროკავშირის პოლიტიკის, მიზნებისა და ინსტიტუტების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ბ.ვ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;
ბ.ზ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება;
ბ.თ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;
ბ.ი) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება ევროპის დღის აღნიშვნის მიზნით;
ბ.კ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება;
ბ.ლ) საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანებსა და პრიორიტეტებში;
2. ზემოაღნიშნული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი:
ა) აწყობს ბრიფინგებს, სიმპოზიუმებს, ლექციებს, გამოფენებს, კონკურსებს, ტრენინგებს, კინო და ვიდეოჩვენებებს, კონფერენციებსა და სემინარებს;
ბ) ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალას საქართველო-ნატოსა და საქართველო – ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებში სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისა და ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობას;
დ) მეცნიერებს აწვდის ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამების შესახებ;
ე) საკუთარი ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით ახორციელებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასთან, ინფორმაციის მიღებისა და რეგულარულად განახლების მიზნით თანამშრომლობს სხვა ქვეყნებში არსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ანალოგიური საქმიანობით;
ზ) თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტში და სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებთან;
თ) ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს;
ი) ამზადებს და ავრცელებს ატრიბუტიკას ნატო-საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს სიმბოლიკით.
1. ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი).
2. დირექტორი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობისათვის, ასევე ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების დაცვისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის.
3. დირექტორი:
ა) ახორციელებს ცენტრის მართვასა და წარმომადგენლობას;
ბ) განსაზღვრავს ცენტრის საინფორმაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
გ) მართავს პრესკონფერენციებს აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით;
დ) წარმოადგენს საკონტაქტო პირს ცენტრსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებას შორის და კოორდინაციას უწევს მათ თანამშრომლობას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას, განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
ზ) სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ი) სახელმწიფო მინისტრს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრს წარუდგენს ცენტრის ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
5. დირექტორის მოადგილე:
ა) დირექტორის დავალებით მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;
ბ) დირექტორის დავალებით ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის გარკვეულ სფეროებს.
6. ცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის შეუძლია დააარსოს ფილიალები.
1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ გაწეული ფინანსური დახმარება;
გ) გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. აკრძალულია ცენტრის მიერ მიღებული სახსრებისა და შემოსავლების გამოყენება სხვა მიზნით, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისა.
1. ცენტრი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო მინისტრის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ცენტრის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სახელმწიფო მინისტრი.
5. ცენტრმა სახელმწიფო მინისტრის თანხმობითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
|