მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.03.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016163
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2013 წლის 4 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეიქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს ქ. მცხეთას, სოფ. მუხათგვერდს, სოფ. კარსანს;
ბ) ნავდარაანთკარის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ნავდარაანთკარს, სოფ. არაშენდას, სოფ. კოტორაანთკარს და სოფ. ჭილაანთკარს;
გ) ბიწმენდის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ბიწმენდს, სოფ. ჯიღაურას;
დ) ზაქაროს ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ზაქაროს, სოფ. ბურიანს;
ე) გალავანის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. გალავანს, სოფ. წინამძღვრიანთკარს;
ვ) ლისის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ლისს, სოფ. წოდორეთს, სოფ. ბევრეთს, სოფ. ტაბარუკს, სოფ. ლელობს, სოფ. ძალაანთხევს;
ზ) მსხალდიდის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. მსახლდიდს, სოფ. მუხათწყაროს;
თ) ნატახტრის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ნატახტარს, სოფ. ახალუბანს;
ი) მისაქციელის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. მისაქციელს;
კ) ნავაზის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ნავაზს;
ლ) აღდგომლიანთკარის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. აღდგომლიანთკარს, სოფ. ფრეზეთს, სოფ. უფურეთს, სოფ. ახალდაბას;
მ) მუხრანის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. მუხრანს, სოფ. პატარა ქანდას;
ნ) ძველი ქანდის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ძველ ქანდას;
ო) ნიჩბისის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ქვემო ნიჩბისს, სოფ. ახალი ნიჩბისს, სოფ. ზემო ნიჩბისს, სოფ. სასხორს;
პ) საგურამოს ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. საგურამოს, სოფ. ახალსოფელს, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამურს;
ჟ) ქსნის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ქსანს;
რ) ციხისძირის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ციხისძირს;
ს) ქსოვრისის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ქსოვრისს, სოფ. ვარდისუბანს;
ტ) ვაზიანის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ვაზიანს;
უ) ცხვარიჭამიის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ცხვარიჭამიას, სოფ. თეზამს, სოფ. კევლიანს, სოფ. მშრალხევს, სოფ. ლელუბანს, სოფ. მამკოდას;
ფ) ძეგვის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ძეგვს, სოფ. სათოვლეს, სოფ. ხეკორძს;
ქ) წეროვნის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. წეროვანს;
ღ) ჩარდახის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ჩარდახს, სოფ. გოროვანს, სოფ. სხალტბას;
ყ) წილკნის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. წილკანს,
შ) ძალისის ტერიტორიული ორგანო: რომელიც მოიცავს სოფ. ძალისს, სოფ. ერედას.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვრის №2 დადგენილება (სსმ.010250020.35.153.016142. 01/02/2013.)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი