პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№8
2013 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და წარმომადგენლების დანიშვნის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისა და შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში შემავალ საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დანიშვნის უფლებას კარგავს, თუ:
ა) პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/საინიციატივო ჯგუფმა არ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც არჩევნები იმართება;
ბ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი, სადაც არჩევნები იმართება;
გ) გაუქმდა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია, სადაც არჩევნები იმართება;
დ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი;
ე) გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატის რეგისტრაცია.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლებამოსილება უწყდებათ ამ სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საარჩევნო ოლქში/ოლქებში შემავალ საარჩევნო კომისიებში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე