ქურთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2013
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.146.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2013
matsne.gov.ge 142 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 4 მარტი ქ. გორი ქურთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 6 %-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე