⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.09.2014)
გაუქმებულია:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.03.2013
ძალის დაკარგვა 09.09.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 421 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.03.2013 მიღება
09.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2013 წლის 4 მარტი დ. ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა  და  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1) . მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი                                                                                                        დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ –  სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც  უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების განხორციელებას და ამ მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში  სხვა ღონისძიებათა გატარებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახურის დებულების პროექტს გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს  წარუდგენს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“. 4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით. 5. .სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი . სამსახურის ფუნქციაა : ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციული და პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად   შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად   შესყიდვების პროცედურების განხორციელება ; გ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება, კონტროლი მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე ; დ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მიმწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვაში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ; ე) შესყიდვების ჩატარების  შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენა ; ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2. . სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ სამსახური აერთიანებს: ა) სამსახურის  უფროსს ; ბ) მთავარი  სპეციალისტს; გ) წამყვანი სპეციალისტს. 3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი   განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც  დაკისრებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ხოლო საშტატო  ნუსხას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შეაბამისად. 5. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს მოშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს   სამსახურზე დაკისრებული  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეებს  შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას . 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.