აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენიშვნებით დაბრუნებული `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ~ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენიშვნებით დაბრუნებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 2013 წლის 12 თებერვალს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტების წარმოების ელექტრონული პროგრამის (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge) საშუალებით (წერილი #05-6/8) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენიშვნებით დაბრუნებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები ჩამოყალიბებული უნდა იყოს კანონპროექტის სახით. რეგლამენტის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე შენიშვნების შესაბამისი კანონ ის პროექტი უნდა ითვალისწინებდეს იმ საკითხების ალტერნატიული ფორმით ჩამოყალიბებას (ან უარყოფას), რაზეც გამოთქმულია შენიშვნები;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულია შენიშვნა უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 29 იანვარს მიღებული კანონ ის პროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით რეგულირებულ საკითხზე და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, ხოლო მის მიერვე წარმოდგენილ კანონ ის პროექტში, ასახულია ის პუნქტები და საკითხებიც, რომლებზეც შენიშვნებში არ არის საუბარი. კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-13 მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-9, მე-10, მე-12–მე-14 და მე-16 პუნქტებზე.
გ) უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-13 მუხლის ყველა პუნქტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 21 ივნისის №167 კანონის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის შესაბამისი პუნქტების იდენტურია.
2. ყოველივე ზემოაღნიშნული არის ერთგვარი სამართლებრივი კაზუსი. კერძოდ, ერთის მხრივ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობის თავმჯდომარის წარმოდგენილ ყველა შენიშვნას, რომელიც ჩამოყალიბებულია კანონპროექტის სახით ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი და მასში უმაღლესი საბჭოს მიერ ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. მეორეს მხრივ კი სამართლებრივი ნონსენსია ის, რომ უმაღლესმა საბჭომ, მის მიერ ერთხელ უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე საკანონმდებლო ნორმა ხელახლა (ხელმეორედ) მიიღოს.
3. ამ დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ეთხოვოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე წარმოუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 2013 წლის 29 იანვარს მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 12 თებერვალს წარმოდგენილი შენიშვნების შესაბამისი კანონის პროექტი.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2013 წლის 27 თებერვალი
№ 32-უ.ს.რ.ს.